საქართველოში სულ უფრო მეტი ბიზნესი ეწევა კორპორატიულ პასუხისმგებლობას და აცნობიერებს ვალდებულებას საზოგადოების წინაშე. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც მსგავსი აქტივობებითაა დაკავებული (თუმცა ბევრმა არ იცის) არის Vivus.ge.
წინა ხუთშაბათს იმედის ეთერში გავიდა შოუს „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ მორიგი გადაცემა, რომელიც საკმაოდ მძიმე საკითხს, სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს დაეთმო. 1 საათი ეკუთვნოდა მხოლოდ მათ, ბავშვებს და მათ მშობლებს, სიმსივნით დაავადებული ადამიანების მხარდაჭერას. გადაცემას ცრემლის გარეშე, რა თქმა უნდა, არ ჩაუვლია და ეს ცრემლი მხოლოდ ტკივილის არ იყო - შოუს ათ პატარა მონაწილეს ოცნებები აუსრულდა. ბავშვები შეხვდენენ თავის კუმირებს, მოინახულეს საოცნებო ადგილები, აკეთეს ის, რისი გაკეთებაც ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ ესიზმრებოდათ. ბავშვების სურვილების ასრულებაზე ონლაინ სესხების კომპანია Vivus.ge-მ იზრუნა. ამბები.ჯი დაუკავშირდა Vivus.ge-ს წარმომადგენელს, გურამ შეროზიას და მას რამდენიმე კითხვა დაუსვა:
გამარჯობა, გურამ. რატომ სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები? რამ გადაგაწყვეტინათ ამ ბავშვებისათვის ოცნებების ასრულება?
სოლიდური სიმსივნე ბავშვებში, სამწუხაროდ, აქტუალური პრობლემაა. ოჯახებს ხშირად არ აქვთ სამკურნალოდ საკმარისი სახსრები. ოჯახის მთელი ბიუჯეტი, როგორც წესი, ოპერაციებზე და წამლებზე იხარჯება. ამის შედეგად ბავშვი ბავშვობას კარგავს, არ აქვს იმ ელემენტარული სურვილების ასრულების საშუალება, რაც ყველა პატარას უჩნდება. ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რატომაც გადაწყვიტა vivus.ge-მ ამ გადაცემის დაფინანსება. ბავშვებისთვის ისეთი ოცნებების ასრულება გვინდოდა, რომლებიც მათ ვერც კი წარმოედგინათ, რომ შეიძლება ასრულდეს. ამ პროცესმა არა მარტო მათ, ჩვენც უზარმაზარი სიამოვნება მოგვანიჭა! როდესაც ბავშვის ასეთ გახარებულ სახეს ხედავ, იქ ყველა მატერიალური წვრილმანი გავიწყდება.
როგორც გადაცემაში ვიხილეთ, ბავშვებთან ურთიერთობაში თითქმის მთელი კომპანია იყო ჩართული; თითო ბავშვს თითო თანამშრომელი პატრონობდა, შეიძლება ეს გავიგოთ, როგორც არა მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გაკეთებული სვლა, არამედ თანამშრომლების სურვილიც?

რა თქმა უნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ როდესაც გადაცემის შინაარსის შესახებ გაიგეს, ჩვენმა თანამშრომლება თვითონ გამოთქვეს ამის სურვილი. თავდაპირველად ცოტა სხვანაირად იყო დაგეგმილი, თუმცა თანამშრომლების აზრი გავითვალისწინეთ და კარგი საქმის გაკეთება ერთად გადავწყვიტეთ. თითო ბავშვს, თითო თანამშრომელმა ოცნება აუსრულა.
გადაცემის გასვლის შემდეგ თუ შეიცვალა რამე კომპანიისთვის? რა გამოხმაურება მოჰყვა გადაცემას?
რეაქციას ისედაც პოზიტიურს ველოდით, თუმცა გამოხმაურებამ ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბა. გადაცემის გასვლიდან მეორე დღესვე მომხმარებლები ქოლ ცენტრში რეკავდნენ და გვიზიარებდნენ შეხედულებებს. გაყიდვების აგენტებისგანაც იგივე ინფორმაცია გვაქვს, როდესაც ისინი უკავშირდებოდნენ მომხმარებლებს, კლეინტებს, პირველ რიგში, გადაცემა ახსენდებოდათ. მოგვივიდა უამრავი სამადლობელი შეტყობინება ჩვენს ოფციალურ ფეისბუქ გვერდზე. პოზიტიური გამოხმაურება მსგავსი აქტივობის შემდეგ ყოველთვის მოსალოდნელია, თუმცა ის ფაქტი, რომ მომხმარებლები თავად გვიკავშირდებიან,ჩვენთვის დიდი მოტივატორია, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ მსგავსი საქმიანობა.
ბევრმა არ იცის, რომ Vivus.ge ქველმოქმედებას უკვე დიდი ხანია რაც ეწევა. თქვენ გაქვთ თქვენი სოციალური პროექტი Ertad.ge, რომელიც წლის განმავლობაში რამდენიმე საზოგადოებისათვის საინტერესო პროექტს აფინანსებს. იქნებ, უფრო დეტალურად მოგვიყვეთ ertad.ge-ს შესახებ?
Ertad.ge Vivus.ge-ს ფარგლებში შეიქმნა და მიზნად, როგორც უკვე ახსენეთ, საზოგადოებისთვის საჭირბოროტო პროექტების დაფინანსებას ისახავს. პროექტის შემოტანა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც გული შესტკივა სოციალურ საკითხებზე და გარკვეული სფეროების გაუმჯობესებაში თავისი წვლილის შეტანა უნდა. Ertad.ge აფინანსებს მეცნიერების, კულტურის, სპორტის, განათლების, გარემოს დაცვისა და ხელოვნების სფეროებს. მნიშვნელოვანია, რომ დაფინანსების მოპოვება თვეში რამდენიმე პროექტსაც შეუძლია. პროექტების არჩევა ხმის მიცემის პრინციპით ხდება.
და ბოლოს, როგორც ლიდერი კომპანია ონლაინ სესხების სფეროში, რას ურჩევდით სხვა კომპანიებს?
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ევროპული ღირებულებების გაზიარებას ცდილობს, ეს ღირებულებები საქრთველოში არსებულმა ბიზნესებმაც უნდა გაიზიარონ. ამის ერთ-ერთი გზა სოციალური პასუხისმგებლობის შემოტანაა. ვფიქრობთ, რომ ეს თემა უფრო მეტი ბიზნესისთვის უნდა გახდესაქტუალური.
R