კლინიკა “ლანცეტის” კარდიოქირურგიული განყოფილება პაციენტებს სწრაფ, ადეკვატურ და სწრაფად რეაბილიტირებად დახმარებას სთავაზობს

კლინიკა “ლანცეტის” კარდიოქირურგიული განყოფილება პაციენტებს სწრაფ, ადეკვატურ და სწრაფად რეაბილიტირებად დახმარებას სთავაზობს

რეგიონალურ-მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ”ლანცეტი” მედიცინის ყველა დარგი და მიმართულებაა გაერთიანებული. ათსართულიანი სამედიცინო კლინიკა 240 საწოლზეა გათვლილი. სამედიცინო ცენტრი 15 დამოუკიდებელ საოპერაციოს მოიცავს, სადაც ურთულესი ოპერაციები სრულდება.

”ლანცეტის” სტრუქტურა აერთიანებს ჰოსპიტალს, სასტუმროს, კაფეტერიას, ვერტმფრენის მოედანს, აფთიაქს, პარკინგის ტერიტორიასა და ეზოს.

კლინიკაში ერთ-ერთი წარმატებით მოქმედი მიმართულება კარდიოქირურგიული განყოფილებაა, სადაც ოპერაციები და მკურნალობა მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ, უახლესი აპარატურის გამოყენებით ხორციელდება.

რა მეთოდებით ტარდება ოპერაციები კარდიოლოგიურ განყოფილებაში, რა პირობებია შექმნილი ოპერაციის შემდგომი მკურნალობისთვის, ვინ და რა პრინციპით ზრუნავს პაციენტის ჯანმრთელობაზე და რამდენად ხელმისაწვდომია მკურნალობა, ამის შესახებ AMBEBI.GE ”ლანცეტის” კარდიოქირურგიული სამსახურის უფროსს გიორგი ჯანაშიას ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, რა სახის ოპერაციები კეთდება ”ლანცეტის” კარდიოქირურგიულ განყოფილებაში, რა ტიპის მომსახურებას სთავაზობთ პაციენტებს?

- ჩვენი დეპარტამენტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება. პირველი, ეს არის კარდიოლოგია, ვმკურნალობთ თერაპიულ პაციენტებსაც, ასევე არის ინტერვენცია, ანუ კორონაროგრაფია, სტენტირებები, არითმოლოგია. ამ ყველაფრის გვირგვინია კარდიოქირურგია, თავისი საოპერაციოებითა და კარდიორეანიმაციით. ჩვენთან შემოსული პაციენტი, ვისაც აქვს გულის პრობლემა, სრული სამედიცინო პაკეტის მიღების გარეშე არ გადის. ჩვენ ვფარავთ მთლიანად მთელ კარდიოქირურგიულ და კარდიოლოგიურ სპექტრს. შეგვიძლია ნებისიერი სახისა და ნებსიმიერი სირთულის ოპერაციის გაკეთება.

- თუ შეიძლება ვისაუბროთ ოპერაციის მეთოდებზე. რა მეთოდებით კეთდება ოპერაციები კლინიკა ”ლანცეტის” კარდიოქირურგიულ განყოფილებაში?

- თბილისში ბევრი კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიური განყოფილებაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი არაერთი ”ნოუ ჰაუ”. ჩვენთან ოპერაციები, აორტოკორონალური შუნტირებები, ინფარქტის მკურნალობა ოპერაციული სახით, მომუშავე გულზე ხდება. ეს არის ჩვენი ძირითადი ”ნოუ ჰაუ”.

- უფრო დეტალურად ავხნათ ეს მეთოდი, რას ნიშნავს მომუშავე გულზე ოპერაციის გაკეთება?

- ზოგადად, კარდიოქირურგიაში, კარდიოქირურგი გულს აჩერებს და შემდგომ თავისუფლად მუშაობს გაჩერებულ გულზე. ერთი საათის განმავლობაში პაციენტი არ სუნთქავს და არც გული უცემს, რაც საბოლოო ჯამში ძალიან დიდი სტრესია პაციენტის ორგანიზმისთვის. ჩვენ ამ ყველაფერს სხვაგვარად ვაკეთებთ, გულს არ ვაჩერებთ, ეს ძალიან კომფორტულია პაციენტისთვის და ძალიან დიდი დატვირთვაა ქირურგისთვის. თანამშრომლებს გავლილი აქვთ ხანგრძლივი ტრენინგი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. გულის იშემიური დაავადებების მკურნალობა მხოლოდ და მხოლოდ მომუშავე გულზე ხდება. სხვა ოპერაციები- სარქვლის ოპერაციები, სარქვლის პლასტიკა, ანევრიზმა კეთდება ძალიან სწრაფად, მინი ინვაზიურად.

- რა პირობებია შექმნილი თქვენს განყოფილებაში ოპერაციის შემდგომი მურნალობისთვის?

- თუ კარდიოქირურგიაში ცნობილია, რომ სტანდარტულად, პაციენტის რეაბილიტაციას სჭირდება 6 თვე, ჩვენს განყოფილებაში ნაოპერაციები პაციენტები თვენახევარში, ორ თვეში სრულად ჯანმრთელები, სრულად რეაბილიტირებულები და სოციალურად აქტიურები არიან. ოპერაციის დასრულებისას პაციენტი პირველი ერთი დღე ინტენსიურ განყოფილებაში რჩება, შემდგომ პალატაში გადადის და ოპერაციიდან ხუთ დღეში სახლში ეწერება. საპალატო და ინტენსიური განყოფილებები ძალიან მაღალი დონის გვაქვს. რაც ყველაზე კარგია ამ კლინიკაში არის ის, რომ ყველანაირი ტექნიკა, სამედიცინო აღჭურვილობა სხვადასხვა ცნობილი ბრენდის 2015 წლის გამოშვებაა. ერთ-ერთი მათგანია გერმანული ”დრეგერი”. საქართველოში ძირითადად კლინიკები მეორადი აპარატურის ხარჯზე მუშაობენ. ყიდულობენ გამოყენებულ ტექნიკას, რომელსაც თავისი რეზერვი უცხო ქვეყნებში დიდი ხნის ამოწურული აქვს და შემდეგ ჩამოდის ჩვენთან. ”ლანცეტში” სამედიცინო აღჭჲრვილობა აბსოლუტურად ახალია, პაციენტთან შეხება არ ჰქონია. არ არის ჩინური, მესამე ქვეყნების წარმოების. ყველა მათგანი გერმანული, ამერიკული და სხვადასხვა განვითარებული ქვეყნის წარმოებისაა. კარდიოქირურგიაში გვაქვს სისხლის შემნახველი ფრანგული წარმოების ”მაკეს” ფირმის ”სელ სეივერი”, რომელიც საქართველოში ძალიან იშვიათია. ეს არის აპარატი, რომელიც სისხლის გადასხმის პრევენციას აკეთებს. შესაძლებელია გულის ოპერაციისას გამოვიყენოთ და პაციენტს სისხლის გადასხმა არ დაჭირდეს.

- პაციენტებს კლინიკაში ყოფნისას სხვადასხვა ტიპის გამოკვლევები, ლაბორატორიული ანალიზები ჭირდება. რამდენად მოწოდების სიმაღლეზეა კლინიკა ”ლანცეტში” ლაბორატორია?

- ტექნოლოგიურად ჩვენი ლაბორატორია ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილია, არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში, რადგან როგორც გითხარით, ჩვენს ლაბორატორიაში არა მეორადი, არამედ სრულიად ახალი, 2015 წლის აპარატურა დგას. ამ აპარატურის სპექტრი ყველაფერს მოიცავს, დაწყებული სისხლის საერთო ანალიზით, იმუნოჰისტოქიმიით დამთავრებული, ყველა ტარდება ჩვენს ლაბორატორიაში. ამ ლაბორატორიას აქვს ძალიან დიდი რესურსი. ერთდროულად შეგვიძლია ანალიზი გავუკეთოთ უამრავ პაციენტს. აპარატების რაოდენობა ძალიან ჭარბია.

- ალბათ ეს განაპირობებს, რომ ლოდინის დრო მცირდება და კვლევის პასუხი მალე იქნება.

- რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად ქართველი პაციენტი ხვდება სიტუაციაში, როდესაც ერთ დღეს აბარებს ანალიზს და ერთი კვირის შემდეგ აძლევენ უმარტივესი ანალიზის პასუხს. რადგან აპარატის რაოდენობა შეზღუდული აქვთ, პაციენტები ჰყავთ ბევრი და ვერ ახერხებენ პასუხის გაცემას.

- რამდენია თქვენს შემთხვევაში მოცდის დრო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ზოგიერთი ანალიზის პასუხს, ისედაც რამდენიმე დღე ჭირდება?

- გააჩნია კვლევის სირთულეს და სპეციფიკას. მაგალითად, სისხლის საერთო ანალიზის მოცდის დრო დაახლოებით ორი საათია. მაგრამ იმუნოჰისტოქიმიური კვლევას, თუ თბილისში და ამიერკავკასიაში მიღებულია, რომ პაციენტი ერთ თვეს ელოდება, ჩვენთან ორ კვირაში კეთდება.

- რა ინტენსივობით ტარდება ოპერაციები უშუალოდ თქვენს განყოფილებაში?

- კარდიოქირურგიული სამსახური მორიგეობაშია 24 საათის განმავლობაში. ოპერაციის გაკეთება შესაძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ვინც ჩვენთან იმკურნალა, იმდენად კმაყოფილები არიან, რომ მათ თავაინთი ახლობლები მოჰყავთ და ფაქტიურად ყოველ დღე დატვირთულები ვართ.

- რა ტიპის სერვისს სთავაზობთ პაციენტებს ემერჯენსის მიმართულებით?

- ჩვენ გაგვაჩნია საკმაოდ დიდი მოცულობის ემერჯენსის განყოფილება. კლინიკის საკუთრებაშია უახლესი, 2015 წლის ”მერსედესის” მარკის ქარხნული რეანომობილი. ეს არის ”მერსედესის” მიერ დამზადებული რეანომობილი და არა ხელოსნის მიერ გადაიარაღებული მანქანა. ეს არის რეანიმაცია ბორბლებზე, რომელშიც ძალიან კომპეტენტური ექიმი ზის. ჩვენ შეგვიძლია პაციენტის ტრანსპორტირება ნებისმიერი ადგილიდან შევძლოთ არა მარტო კარდიოქირურგიაში, არამედ სხვა განყოფილებაშიც. აქვე დავამატებ, რომ ჩვენი კლინიკა თბილისში ერთადერთია, რომლის სახურავზე ვერტმფრენი ჯდება. ვერტმფრენის ეზოში დაჯდომა ძალიან სერიოზული დისკომფორტია, რადგან კლიმატური პირობები უნდა გაითვალისწინო. როდესაც ინფარქტიანი პაციენტი მოგყავს ვერტმფრენიდან, თბილი ტემპერატურიდან ყინვაში გადმოყვანისას, ის შეიძლება კლინიკამდე ვეღარც მივიდეს. ჩვენთან ვერტმფრენი პირდაპირ სახურავზე ჯდება და პაციენტი რამდენიმე წამში ლიფტიდან პირდაპირ საოპერაციოში ან საპალატე განყოფილებაში ხვდება. ბრიგადა 24 საათი მორიგეობს. კლინიკის კარდიოქირურგიული სამსახური ორიენტირებულია სერვისის უწყვეტობაზე. ნებისმიერმა ადამიანმა მომსახურება დღის ნებისმიერ მონაკვეთში უნდა მიიღოს. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება დილის ცხრა საათი, თუ ღამის სამი საათი.

- რაც შეეხება კადრებს, სად მიიღეს განათლება თქვენთან დასაქმებულმა კარდიოქირურგებმა და ქვეყნის გარეთ რომელ კლინიკებთან გაქვთ კონტაქტები?

- პირადად მე, განათლება მიღებული მაქვს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, საფრანგეთში, მარსელის ხმელთაშუა ზღვის საუნივერსიტეტო კლინიკაში. შემდგომ განათლების მიღება გავაგრძელე ჩეხეთში, აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე დიდ კლინიკაში, მათთან ახლაც ვთანამშრომლობთ. ასევე ვთანამშრომლობთ უახლოესი ქვეყნის წარმომადგენლებთან თურქეთში, სტამბოლში. ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ ბელგიასთან. ჩვენთან დასაქმებული კადრები პერმანენტულად გადიან სტაჟირებას ევროპის კლინიკებში იმის მიხედვით, თუ სად არის ინოვაცია, რათა ყოველთვის ვიყოთ თანამედროვეობასთან შესაბამისობაში.

- ჩართულია თუ არა სამედიცინო ცენტრი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და გაქვთ თუ არა ურთიერთობა კერძო სადაზღვევო პროვაიდერებთან?

- სადაზღვევო კომპანიებთან ფართოდ ვთანამშრომლობთ. ჩართული ვართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ყოველ თვე საყოველთაო დაზღვევით უფრო და უფრო მეტი პაციენტი მოდის და კმაყოფილი რჩება. ასევე ვთანამშრომლობთ კომერციულ სადაზღვევო კომპანიებთან.

- რამდენად ხელმისაწვდომია თქვენთან მკურნალობა?

- სპეციალურად მოვახდინეთ ბაზრის შესწავლა. ძალიან დიდი შრომა დაიხარჯა, მარკეტინგულმა განყოფილებამ კარგად იმუშავა. პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩვენი განყოფილების ფასები საშუალოა, განსაკუთრებული ფასი აქ არ არის. სხვა კლინიკებთან შედარებით, მომსახურება ბევრად უფრო იაფია. ჩვენი კლინიკის მასშტაბი და მოცულობა გვაძლევს საშუალებას, მიუხედავად ვალუტის კურსის ცვლილებისა, ფასი სტანდარტულად ერთი და იგივე დავიჭიროთ. ჩვენს მკითხველს ვურჩევდი რომ იჩქარონ, რადგან კარდიოქირურგიულ განყოფილებაში, კარდიოქირურგის კონსულტაცია პირველი დეკემბრის ჩათვლით უფასოა. კარდიოქირურგი მიგიღებთ ყოველ სამუშაო დღეს, 12:00-დან 16:00 საათამდე. კლინიკა ”ლანცეტის” კარდიოქირურგიული განყოფილება პაციენტებს სწრაფ, ადეკვატურ და სწრაფად რეაბილიტირებად დახმარებას სთავაზობს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი