როგორ მოვიგოთ იაპონური ავტომობილი "დაცუნი" წიგნებთან ერთად - უპრეცედენტო გათამაშების ერთ-ერთი მთავარი პრიზი

როგორ მოვიგოთ იაპონური ავტომობილი "დაცუნი" წიგნებთან ერთად - უპრეცედენტო გათამაშების ერთ-ერთი მთავარი პრიზი

ავტომობილი "დაცუნი" "პალიტრა L"-ის გათამაშების ერთ-ერთი მთავარი პრიზია. ახალი იაპონური მანქანის მფლობელი 29 მაისს გრანდიოზულ გათამაშებაში გამოვლინდება. "დაცუნი" ერთ-ერთი ყველაზე ძველი იაპონური ბრენდია, რომელიც 1914 წელს დაარსდა. "ნისანის" კორპორაციის კუთვნილი ბრენდის წარმოება 2013 წლიდან განახლდა. ბრენდი საქართველოში გასულ წელს შემოვიდა და მისი წარმომადგენელი კომპანია "დაცუნ ჯორჯიაა".

AMBEBI.GE-მ "დაცუნის" ცენტრში "პალიტრა L"-ის გათამაშების ერთ-ერთი მთავარი პრიზი "დაცუნ მი-დო" დაათვალიერა და გამოსცადა. ავტომობილის ძრავის მოცულობა 1.6-ია, ძრავის სიმძლავრე 87. მანქანა აღჭურვილია ოთხ სიჩქარიანი ავტომატურ გადაცემათა კოლოფით, კონდიცირებით, ელექტრო პაკეტით, ბორტ კომპიუტერით, სავარძლების გათბობით. ზედაპირთან დაშორების სიმაღლე კლირენსი 17.4სმ-ია. ავტომობილის აჩქარებაა 100კმ/საათი 12 წამში. აქვს საწვავის 50 ლიტრიანი ავზი. საწვავის ხარჯი 1/100კმ ‐ 7.5 ლიტრია. მანქანა აღჭურვილია ანტიბლოკირების სამუხრუჭე სისტემით ABS, ექსტრემალური დამუხრუჭების გამაძლიერებლით BAS და სამუხრუჭე სიმძლავრის განაწილების სისტემით EBD. აქვს უსაფრთხოების ორი ბალიში.

იხილეთ ვიდეო

ილია თაბორიძე, "დაცუნ ჯორჯიას" აღმასრულებელი მენეჯერი: "მოხარული ვართ, რომ მონაწილეობას ვიღებთ "პალიტრა L"-ის გათამაშებაში. ჩვენმა ჯგუფმა გადაწყვიტა გამარჯვებულს დამატებითი საჩუქარი გაუკეთოს და "იოკოჰამას" ზამთრის საბურავების კომპლექტი გადასცეს."

გათამაშების პირობების თანახმად, წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" და კიდევ 24 სხვა მაღაზიაში გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნებზე, ყოველ 20 ლარიან შენაძენზე მომხმარებელი ადგილზე გათამაშების ერთ ბილეთს მიიღებს, შესაბამისი ველის გადაფხეკის შემდეგ კი, ყველა შემთხვევაში გარანტირებულ პრიზს, წიგნს მოიგებს. 29 მაისს გრანდიოზულ გათამაშებაში 4 მთავარი პრიზი: ავტომობილი, ორ პერსონაზე ერთ კვირიანი საგზური ევროპაში, 3000 ლარიანი ავეჯის ვაუჩერი და აიფონ 6s გათამაშდება.

გათამაშების შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია როგორც სპეციალურ ვებგვერდზე - www.palitral.ge/lottery, ასევე სოციალურ ქსელში ჰეშტეგით #იკითხედამოიგებ.

გათამაშება გაიმართება 29 მაისს, 18:00 საათზე, ტელეკომპანია PalitraNews-ისა და "რადიო პალიტრის" პირდაპირ ეთერში.

ნატალია დადიანი, Ambebi.ge

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი