დეტალური ინფორმაცია ავტომობილებზე - ”ომეგა მოტორსმა” ახალი ვებ-გვერდი შექმნა

დეტალური ინფორმაცია ავტომობილებზე - ”ომეგა მოტორსმა” ახალი ვებ-გვერდი შექმნა

BMW-ს და MINI-ს ოფიციალურმა იმპორტიორმა საქართველოში, ”ომეგა მოტორსმა” ახალი ვებ-გვერდი შექმნა. განახლებულ ვებ-გვერდზე (omegamotors.ge) მომხმარებელი კომპანიაში წარმოდგენილი ავტომობილების შესახებ ახლა გაცილებით დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს. ახალი ვებ-გვერდი ბევრად გაუმჯობესებულია და ახლა იქ განთავსებულია დეტალური ინფორმაცია ყველა ავტომობილის, მომსახურებისა და გარანტიის შესახებ. omegamotors.ge-ზე ასევე წარმოდგენილია საინტერესო ვიდეო-მასალა და სხვა, თანამედროვე საავტომობილო ვებ-გვერდისთვის აუცილებელი ინფორმაცია. გარდა ამისა, ვებ-გვერდი ფუნქციურად ბევრად სწრაფი და დახვეწილია.

ახალი ვებ-გვერდის საშუალებით შესაძლებელია კომპანიაში შეხვედრის დაჯავშნაც. ”თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ შეხვედრა ”დაგვიკავშირით” ღილაკზე დაჭერით. როგორც კი აღმოჩნდებით ”დაგვიკავშირდით” გვერდზე, დაინახავთ კონვერტის გამოსახულებას, დააჭერთ და მიიღებთ ფორმის ფურცელს, რომელსაც შეავსებთ და გამოაგზავნით. ჩვენ კი თქვენ შეკითხვებს 24 საათის განმავლობაში ვუპასუხებთ”, - აცხადებენ ”ომეგა მოტორსში”.

როგორც კომპანიაში განმარტეს, ვებ-გვერდზე მომხმარებელი ამომწურავ ინფორმაციას არა მარტო ახალი ავტომობილების კონკრეტულ ოფციებთან, არამედ ”ომეგა მოტორსის” მიერ დამოწმებული მეორადი მანქანების შესახებაც მიიღებს. ამასთან, ვებ-გვერდის უპირატესობაზე მეტყველებს მისი სისწრაფეც - განახლებული omegamotors.ge ძალიან სწრაფი ძიების საშუალებას იძლევა.

განახლებულ ვებ-გვერდს აქვს როგორც ქართული, ისე ინგლისური ვერსიაც და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის აბსოლუტურად თანამედროვე ვებ-გვერდი - ისეთი, როგორიც შეეფერება BMW-ს და MINI-ს ოფიციალურ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში.

ახალ ვებ-გვერდთან დაკავშირებით ”ომეგა მოტორსის” მარკეტინგის მენეჯერს, ეკა იჩქიტიძეს გავესაუბრეთ.

- მივხვდით, რომ საჭიროა, უფრო სწრაფად და მარტივად დავუკავშირდეთ ჩვენს კლიენტებს და ამისთვის საუკეთესო გზა ინტერნეტია. ”ომეგა მოტორსის” ახალი ვებ-გვერდი უფრო აქტიურია, დაკავშირებული მომხმარებელთან, მათ შეხედულებებთან და მოთხოვნებთან, რაც ძალიან ღირებულია ჩვენთვის. გარდა ამისა, ჩვენი კლიენტები ელიან უფრო მეტის ცოდნას ავტომობილების შესახებ რეალურ დროში. ნავიგატორის მეშვეობით, ახლა შესაძლებელია ყველა ავტომობილის შემოწმება, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს - როგორც ახალი, ასევე ”ომეგა მოტორსის” მიერ დამოწმებული მეორადი ავტომობილების.

- რით არის გაუმჯობესებული ახალი ვებ-გვერდი ძველთან შედარებით?

- ახალ ვებ გვერდზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია ყველა ავტომობილზე, სერვისზე, გარანტიაზე, ასევე საინტერესო ვიდეო-მასალა და ბევრი სხვა სიახლე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვავრცელებთ ხარისხიან შინაარს და რესურსებს. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ შეხვედრა ”დაგვიკავშირით” ღილაკზე დაჭერით, როგორც კი აღმოჩნდებით ”დაგვიკავშირდით” გვერდზე, თქვენ დაინახავთ კონვერტის დამოსახულებას, დააჭერთ და მიიღებთ ფორმის ფურცელს, რომელსაც შეავსებთ და გამოაგზავნით. ჩვენ გიპასუხებთ მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში. იგრძენით თავი თავისუფლად ნებისმიერი კითხვის დასმისას.

- საინტერესოა ”ომეგა მოტორსის” მიერ დამოწმებული მეორადი ავტომობილებიც. განახლებულ ვებ-გვერდზე ყველა არსებულ, დამოწმებულ მეორად მანქანაზეა სრული ინფორმაცია?

- დიახ, თქვენ შეგიძლიათ, ეწვიოთ მთავარ გვერდს, შემდეგ დააჭირეთ სპეციალურ განყოფილებას სახელწოდებით ”ომეგა მოტორსის დამოწმებული მეორადი ავტომობილები”. ეს ავტომობილები დამოწმებულია BMW-ს დატრეინინგებული ტექნიკოსების მიერ. ასე, რომ თქვენ საიმედო ხელში ხართ!

- რამდენად მარტივია ვიზიტორისთვის კონკრეტული ავტომობილის მოძებნა?

- ძიების სისტემა ძალიან სწრაფია, რაშიც მომხმარებლები მალე დარწმუნდებიან. ვებ-გვერდი ძალიან სწრაფია მობილური ტელეფონით ან ტაბლეტის მეშვეობით შემომსვლელი ვიზიტორებისთვისაც. ასე, რომ თქვენ არ დაკარგავთ ბევრ დროს და მიიღებთ შედეგს. რაც მთავარია, ჩატვირთვის მაღალი სიჩქარე გარანტირებულია! ზოგადად, ნელი ვებ-გვერდი სწრაფად უცრუებს იმედს მომხმარებელს. თუ ვებ-გვერდი ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, საუკეთესო შინაარსიც რომ ჰქონდეს, არავინ მოიცდის მის სანახავად. ჩვენს განახლებულ ვებ-გვერდზე მომხმარებელი დეტალურ ინფორმაციასთან ერთად, გაეცნობა ფოტო და ვიდეო მასალასაც. საჭიროების შემთხვევაში, ყველას შეუძლია, გამოგზავნოს მოთხოვნა ისეთ პროდუქტებზეც, რაც ადგილზე არ არის წარმოდგენილი.

- რამდენად მარტივია მოთხოვნის ფორმის შევსება?

- იმისათვის, რომ შეავსოთ და გამოგზავნოთ ფორმა, მხოლოდ ორი ე.წ. კლიკია საჭირო.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი