29 სექტემბერი - სითი მოლი გლდანის გრანდიოზული გახსნა

29 სექტემბერი - სითი მოლი გლდანის გრანდიოზული გახსნა

სექტემბრის თვეში თბილისში კიდევ ერთი მასშტაბური სავაჭრო ცენტრი - სითი მოლი გლდანი იხსნება, რომელიც გლდანში - მეტრო ახმეტელის მიმდებარედ არის განთავსებული და განთავსებულია 40 000 კვ.მეტრის ფართობზე. სითი მოლი გლდანის გახსნისთვის დაგეგმილია მასშტაბური საზეიმო გახსნა, რაც გულისხმობს მთელი დღის განმავლობაში აქტივობებს, ფასდაკლებებს, უამრავ სიურპირზს და რაც მთავარია გრანდიოზული გახსნის დასრულება დაგეგმილია 6 საათზე ლაივ კონცერტით, სადაც მომხმარებლების წინაშე წარსდგება თბილისის ბიგ ბენდი 20 კაციანი საორკესტრო შემადგენლობით და ჯგუფი „ გამოუვალი მდგომარეობა“.

სითი მოლი სექტემბრის თვეში მომხმარებელს მაღაზიათა ფართო არჩევანს შესთავაზებს, მათ შორის არიან ისეთი წამყვანი ბრენდები, როგორიც არის ჰიპერმარკეტების ქსელი - კარფური და რესტორნების ქსელი - „მაკდონალდსი“.

სამ სართულიან სავაჭრო ცენტრში იხსნება ელექტროტექნიკის მაღაზიები, როგორიც არის „ელიტ ელექტრონიქსი“,“ ალტაოქეი“, ასევე მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს „სუპერის“ მაღაზიათა ქსელი, როგორც სათამაშოების არჩევანით, ისე საოჯახო აქსესუარებით. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე იხსნება პარფიუმერული მაღაზია - „ლუტეცია“, სილამაზის სალონების ქსელი „მელანჟი“, ოპტიკური მაღაზია „ბალტიკ ოპტიქსი“, თეთრეულის მაღაზია “თაჩი“, ფეხსაცმელების მაღაზიები „ბატა“, „კორსო იტალია“, „ესპანელი მეწაღე“ , სპორტული მაღაზიები „პუმა“ და „ადიდასი“. აგრეთვე, საიუველირო მაღაზია „დელფოსი“ . მოლის მეორე სართულზე განთავსდება ფართო კოლექციით „ელსი ვაიკიკი“, „დეფაქტო“ და „ფლო“, “გლორია ჯინსი“, გარდა ამისა მოლის ტერიტორია ათვისებული იქნება „კალცედონიას“, „ ივ როშეს“ „ტაშირ პიცას“ „ვაით ჰაუსის“ და „ბიბლუსის“ მიერ.

სავაჭრო ცენტრში მომხმარებელს სრულ ფინანსურ მომსახურებას შესთავაზებს თიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი.

პროექტი განხორციელდა 45 მილიონი ინვესტიციით. სავაჭრო ცენტრი აშენებულია უახლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით და სრულად უზრუნველყოფილია პარკინგითა და უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

ასევე, გაცნობებთ, რომ სითი მოლი საბურთალო, რომელიც მდებარეობს ქავთარაძის #1, განახლებული მაღაზიებით წარსდგება მომხმარებლის წინაშე. მოლში გაიხსნა შემდეგი ბრენდები: ინტიმისიმი, ფექთორი, ჯინსის გალერეა, კორსო იტალია, შიკ ბებე, ხოლო ოქტომბრის დასაწყისში გაიხსნება ბატას და ფრანკო ფონტანას მაღაზიები.

გელოდებით ყველას 29 სექტემბერს 2 საათიდან სითი მოლი გლდანის გრანდიოზულ გახსნაზე.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი