სასამართლომ "ტერა ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის მმართველს პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ "ტერა ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის მმართველს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და "ტერა ბანკის" ერთ-ერთი ფილიალის მმართველს პატიმრობა შეუფარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იურიდიული კომპანია BLB (Business Legal Bureau)-დან აცნობეს, კომპანიამ 2016 წლის 8 ივნისს პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც "ტერა ბანკში" განხორციელებული თაღლითობის ფართომასშტაბიანი სქემის შესახებ ინფორმაცია გაახმაურა, რომლის შედეგადაც ამ ბანკის ერთ-ერთი მეანაბრის დეპოზიტიდან მისგან მალულად და მისი ნების საწინააღმდეგოდ 2 000 000 ლარამდე ფულადი თანხა გაქრა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, დაზარალებული მეანაბრე და მისი ინტერესების დამცველი იურიდიული კომპანია, BLB (Business Legal Bureau), თავს ვალდებულად თვლის, "ტერა ბანკის" მიერ გამოქვეყნებული განცხადების პასუხად განმარტოს, რომ "ტერა ბანკი" ამჯერადაც ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, ვინაიდან მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო დაზარალებულის და არა "ტერა ბანკის" განცხადების საფუძველზე. ამასთან, წარდგენილი ბრალდებით, პროკურატურამ სრულად გაიზიარა დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ფაქტობრივი გარემოებები და "ტერა ბანკის" ფილიალის მმართველს ი. ა-ს ბრალდება წარუდგინა სწორედ იმ სამართლებრივი შეფასებით, რასაც პრესკონფერენციაზე მიუთითებდნენ. კერძოდ, "ტერა ბანკის" ფილიალის მმართველს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით (კრედიტის უკანონოდ მიღება), 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

"გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დაზარალებული მეანაბრე (რომლის კონფიდენციალურობა დაცულია გასაგები მიზეზების გამო) გამოხატავს მადლიერებას მთავარი პროკურატურის შესაბამისი დანაყოფის პროკურორებისა და გამომძიებლების მიმართ მათ მერ გაწეული კეთილსინდისიერი და პროფესიული საქმიანობის გამო. ამასთან, ვინაიდან "ტერა ბანკი", დღემდე ჯიუტად განაგრძობს დაზარალებულის ინტერესების უგულებელყოფას და არ სურს დროულად აღადგინოს მისგან დაზარალებული მეანაბრე მის კანონიერ უფლებებში, დაზარალებული განაგრძოს მისი უფლებების დაცვას ყველა სამართლებრივი საშუალებით. მათ შორის, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას იმ თვალსაზრისით, რომ ბანკის მოხელეთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის და ბანკის ფინანსური პასუხისმგებლობის პარალელურად დადგეს თავად "ტერა ბანკის", როგორც იურიდიული პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. საზოგადოებას პერიოდულად ვაცნობებთ რებრენდინგ გავლილი "კორსტადანდარტბანკის", "ტერა ბანკის" მოქმედებების შესახებ, რომელიც კვლავ განაგრძობს მისგან დაზარალებულ მეანაბრის კანონიერი მოთხოვნების უგულებელყოფას", - განაცხადეს კომპანიაში.

R

წაიკითხეთ "ტერა ბანკის" საპასუხო განცხადება

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი