ყველაზე გემოვნებიანი სანტა

ყველაზე გემოვნებიანი სანტა

ყველასთვის ნაცნობი და რჩეული ბრენდი „ვერონა“, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ქართველ მომხამარებელს, უმაღლესი ხარისხისა და თანამედროვე ავეჯის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს, საახალწლოდ, გემოვნებიან მყიდველს, გრანდიოზული სიახლეები და საჩუქრები მოუმზადა.

სულ ცოტა ხნის წინ, ავეჯის სახლმა „ვერონა“, გადაწყვიტა, რომ გაეფართოვებინა სავაჭრო ხაზი. განახლებულ შოურუმთან ერთად, გემოვნებიანი კლიენტებისათვის სამზარეულოს ავეჯიც განათავსა, რათა მისული სტუმრებისთვის სრული ასორტიმენტი შეეთავაზებინა და ახლა, ისე როგორც არასდროს საახალწლო სამზადისშია, რათა სრულად დააკმაყოფილოს მოზღვავებული მოთხოვნა.

მისაღები ოთახების, კაბინეტების, გარე ავეჯის, საძინებლებისა და უკვე სამზარეულოს ავეჯის ლიდერად აღიარებული „ვერონა“, ნამდვილად გამოირჩევა მრაალფეროვანი პროდუქციით, აქ მოსულ თითოეულ ადამიანს ხვდება თბილი, მაღალ კვალიფიციური პერსონალი, რომლებიც მზად არიან თქვენი სურვილები ბოლომდე მოისმინონ და შესაბამისად, თქვენზე მორგებული კოლექცია შემოგთავაზონ.

როგორც „ვერონა-ს“ დირექტორთან საუბრისას გავარკვიეთ, მთელი გუნდი საახალწლო განწყობაზეა. ისინი მოტივირებულები არიან, რომ მაქსიმალური კომფორტის შექმნაში დაეხმარონ ჩვენს მოსახლეობას თბილისსა და რეგიონებში.

ლევან სანიკიძე: წელს, ვფიქრობ რომ განსაკუთრებული ახალი წელი გველოდება, ამდენი წლის განმავლობაში საკმაოდ კარგად დავინახეთ და გავაანალიზეთ მომხმარებელთა მოთხოვნები და „ვერონაც“ ახალ ეტაპზე გადადის, ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის იყო, არის და იქნება კმაყოფილი კლიენტი, ხოლო ამის აუცილებელი პირობა, ხარისხიანი, გემოვნებიანი პროდუქცია შესაბამის ფასშია. ალბათ სწორედ ესაა განმაპირობებელი მიზეზი იმისა, რომ ჩვენთან მოსულ ოჯახებს, ავეჯის საჭიროებისთანავე ვერონა ახსენდებათ, რაც, ცალსახად ჩვენთვის უფრო დიდი პასუხისმგებლობა და უდიდესი ბედნიერებაა.

- ბატონო ლევან, რას იტყვით მარაგებზე, რამდენად მზად ხართ მოზღვავებული მოთხოვნისთვის?

ყველამ კარგად ვიცით, რომ ვერონაში გაყიდვების დიდი ნაწილი შეკვეთებით ხდება, ჩვენთან მოდიან ოჯახები და პირდაპირ იტალიური ქარხნიდან უკვეთავენ ავეჯს, ხოლო ჩვენ მის ჩამოტანასა და ადგილზე მიტანას ვახორციელებთ, თუმცა, ამ ახალი წლისთვის, შევეცადეთ გაგვეთვალისწინებინა წინა წლების გამოცდილება, წლევანდელი აქტიურობაც და უკვე გვაქვს დიდი რაოდენობით პროდუქცია დასაწყობებული, რათა იმ ადამიანს, რომელსაც საახალწლოდ კომფორტის შექმნა და საჩუქრის გაკეთება უნდა, მინიმალურ დროში დავუკმაყოფილოთ სურვილი და სპეციალური ფასდაკლებით, მომენტალურად შევთავაზოთ საოცნებო ავეჯი, რომელიც ნამდვილად გადააქცევს მათ ყოველდღიურობას განტვირთვისა და კომფორტის იდეალურ სინთეზად.

- რას ეტყოდით თქვენს მომხმარებლებს და რას უსურვებდით წინასაახალწლოდ?

მე მინდა, პირველ რიგში, უდიდესი პატივისცემა გამოვხატო თითოეული ადამიანის მიმართ, რომელიც უკვე 4 წელია გვენდობა, რომლებთან ერთადაც დავანგრიეთ მითი, რომ შეუძლებელი იყო საქართველოში იტალიური, პრემიუმ ხაზის ავეჯის შეძენა ადეკვატურ და ხელმისაწვდომ ფასად. მე მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ კლიენტს და ვუთხრა, რომ „ვერონა“ არასდროს დაივიწყებს და უყურადღებოდ არ დატოვებს თითოეულ აქ მოსულ ადამიანს და რომ ნებისმიერი პროდუქცია, რომლის არჩევაზეც შესაძლოა კვირები დავხარჯოთ, მხოლოდ მათთვის ჩამოდის, რათა დავუფასოთ ის ნდობა, რომელსაც ჩვენს მიმართ გამოხატავენ. ამ ყოველივეს შესაბამისად კი მსურს მოვიწვიო ჩვენს განახლებულ შოურუმში რათა კიდევ ერთხელ შევეცადოთ მათი ცხოვრება, უფრო კომფორტული გავხადოთ და მივცეთ საშუალება, რომ გაუკეთონ საჩუქარი საკუთარ თავებს, საყვარელ ადამიანებსა და ოჯახის წევრებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი