"სასტუმრო მუზეუმის" საზეიმო ღონისძიებები და სპეციალური შეთავაზება ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით

"სასტუმრო მუზეუმის" საზეიმო ღონისძიებები და სპეციალური შეთავაზება ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით

ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით "სასტუმრო მუზეუმში" საზეიმო ღონისძიებაზე გეპატიჟებათ. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!

სპეციალურად ამ დღისთვის სასტუმროს მისაღებში მოეწყობა "სასიყვარულო ბარათების" გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის, კოსნტანტინე გამსახურდიას და რებეკა ვაშაძის, ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანისა და სხვათა სასიყვარულო ბარათები, ასევე XVIII-XIX საუკუნეების ეპისტოლეები. გამოფენა განხორციელდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციის ბაზაზე. გამოფენა 20:30სთ-ზე გაიხსნება!

ამასთან ერთად, თამთა გრიგოლია წაიკითხავს სასიყვარულო მიმოწერის ამონარიდებს თავისი წიგნიდან "ასე უყვარდათ უწინ".

გვეწვიეთ და გაატარეთ სასიამოვნო საღამო სიყვარულით სავსე გარემოში.

ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით სასტუმროს ორი სპეციალური შეთავაზება აქვს:

I პაკეტი: მაღალი კატეგორიის ნომერი სპეციალურ ფასად - 98$

გაატარეთ ვალენტინობის ღამე "სასტუმრო მუზეუმში",

მხოლოდ ერთ დღეს, მხოლოდ ვალენტინობას,

ყველაზე რომანტიკული ნომერი!

შეთავაზებაში შედის:

ნომერში განთავსება ორ პერსონაზე 14.02.2017 - 15.02.2017

საუზმე,

გვიანი გასვლა 15.02.2017 (12:00 საათიდან - 15:00 საათამდე)

II პაკეტი: სასტუმროს ნომერი და ვალენტინობის ვახშამი - 130$

დაჯავშნეთ მაგიდა, რომანტიკულ ვახშამზე "კაფე მუზეუმში"

ვალენტინობის მენიუ:

სტეიკ სალათი

გამომცხვარი ქათმის რულეტი ოთხი ყველით

ლაიმის ნამცხვარი

ყველა სტუმარს საჩუქრად წითელი ღვინო❗️

და მიიღეთ სპეციალურ ფასად სასტუმროს ნომერი!

დასაჯავშნად მოგვწერეთ Facebook - გვერდზე,

ან დაგვიკავშირდით; 0322 24 49 99

ვალენტინობას რომანტიკული საღამო გელით "კაფე მუზეუმშიც":

მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს გამორჩეული საღამო სწორედ იქ, სადაც საუკუნეების წინ ყველაზე დიდი სიყვარულის ისტორიები იწერებოდა.

საღამო 20:30 სთ-ზე სასიყვარულო ბარათების გამოფენით გაიხსნება, მოეწყობა წიგნის "ასე უყვარდათ უწინ" პრეზენტაცია.

მიიღეთ უნიკალური შეთავაზება ვალენტინობის ვახშამზე, დაჯავშნეთ მაგიდა 21:00 სთ-ზე.

სპეციალური ფასი ორ პერსონაზე - 140 ლარი დღგ-ს გარეშე.

ვალენტინობის მენიუ:

სტეიკ სალათი

გამომცხვარი ქათმის რულეტი ოთხი ყველით

ლაიმის ნამცხვარი

ყველა სტუმარს საჩუქრად წითელი ღვინო❗️

გაატარეთ საღამო "სასტუმრო მუზეუმში"

14 თებერვალს ჩვენი შენობა ნამდვილ სიყვარულის მუზეუმად გადაიქცევა.

www.facebook.com

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი