ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
16:44 / 20-03-2017
"თამაშობანა" - ხელნაკეთი თამაშები, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ...
ციფრულ ეპოქაში ადამიანები უფრო და უფრო ნაკლებ დროს უთმობენ რეალურ ურთიერთობებს. ბავშვებიც ასეთ გარემოში იზრდებიან. მათთვის უცხოა გრძნობა, როცა ერთი სული გაქვს, ისადილო, ეზოში გაიქცე და მეგობრებთან ერთად რეზინობანა ან ქალაქობანა ითამაშო. ახალგაზრდა სტარტაპერების, ნინი ჩიქოვანისა და ნონა სონღულაშვილის "თამაშობანამ" ამ მივიწყებული გრძნობების გაცოცხლება შეძლო.



სტარტაპი "თამაშობანა", რომელიც ქართული, ხელნაკეთი თამაშების მწარმოებელი კომპანიაა, 2015 წელს ორმა მეგობარმა შექმნა. ამჟამად მომხმარებელს 11-ზე მეტ საგანმანათლებლო და გასართობ თამაშს სთავაზობენ, როგორც ბავშებისთვის, ასევე უფროსებისთვის. აფორიზმობანამ, რეზინობანამ, პორტაბელურმა ნარდმა, ქალაქობანამ, ლოტომ და კიდევ რამდენიმე თამაშმა შეძლო და დააბრუნა ის ხალისი, რომელიც წლების წინ ყველა სახლის ეზოდან ისმოდა.



"თამაშობანას" მისიაა, ასწავლოს ბავშვებს ის თამაშები, რომელსაც წინა თაობები თამაშობდნენ საქართველოში; დიდებს კი გაახსენოს თავისი საყვარელი თამაშები. მივხვდით, რომ ახალი თაობა თითქმის არ ინტერესდება იმ თამაშებით, რომლებიც ჩვენ ძალიან გვიყვარდა ბავშვობაში. ეკრანმა ჩაანაცვლა ჟრიამული ეზოსა და სახლში. ამ სიტუაციის გამოსასწორებლად მოვიფიქრეთ "თამაშობანა". მეც და ნონასაც გვყავს შვილები და გვინდა, რომ ისინი
მეგობრებთან ერთად ეზოში თამაშს მიეჩვიონ", - ამბობს ნინი ჩიქოვანი.

ახალგაზრდა პარტნიორებს სტარტაპის მართვის პროცესში ყველაზე დიდ სირთულეს დროის ნაკლებობა უქმნის, რადგან ნინიც და ნონაც საკუთარი პროფესიით მუშაობენ.



ამჟამად "თამაშობანა" "თიბისი ბანკის" პროგრამა "სტარტაპერის" მონაწილეა. "სტარტაპერის" დახმარებით, ვიძენთ ცოდნას, გვაქვს შესაძლებლობა, გავიცნოთ სხვა სტარტაპერები და დავესწროთ ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ღონისძიებებს," - ამბობს ნონა სონღულაშვილი.

გამოწვევების მიუხედავად, რომელსაც ყველა სტარტაპი აწყდება ბიზნესის წამოწყებისას, "თამაშობანას" შემქმნელები ფიქრობენ, რომ მიზანდასახულობა და საქმისადმი სიყვარული ყველა დამწყები ბიზნესისთვის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. საკუთარ გამოცდილებას გოგონები სხვა სტარტაპერებსაც უზიარებენ.



"დაიწყეთ ბიზნესი პარტნიორთან ერთად, რადგან ისინი ერთმანეთს სტიმულს აძლევენ და ეხმარებიან. დაიწყეთ მცირე ინვესტიციით, რომელიც წარუმატებლობის შემთხვევაში არ დაგენანებათ. არ შეგეშინდეთ დახმარების თხოვნის და გჯეროდეთ თქვენი წარმატების", - ამბობს ნინი. ახალგაზრდა სტარტაპერები ფიქრობენ, რომ ქვეყანის განვითარებისთვის დამწყები ბიზნესების არსებობა მნიშვნელოვანია. ბიზნესი შექმნის სამუშაო ადგილებს, გადაიხდის გადასახადებს და უკეთესად წარმოაჩენს ქვეყანას.

აპრილში "თამაშობანას" კატალოგს 4 ახალი თამაში დაემატება.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: ADvan/ედვანი

ნანა მღებრიშვილი
AMBEBI.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი სიახლეები
ღვინის მოყვარულებს დახვეწილი გემოსა და განუმეორებელი არომატის ღვინოებს სთავაზობს
პროფესიული ორიენტაციის პროგრამა "პრეუნი" სექტემბრიდან გაეშვება
სახლისთვის დამზადებული შუშის და ცემენტის ქოთნები სუკულენტით
Think 360 - როცა სამყარო შენს გარშემო 360 გრადუსში ტრიალებს
განვადების სერვისის დანერგვას ვგეგავვათ, რაც მომხმარებლებლებისთვის ონლაინ ვაჭრობას გაამარტივებს
ქართველ და უცხოელ მომხმარებლებს საჰაერო გადაადგილებას სთავაზობს უახლესი ფრანგული ვერტმფრენებით
ტრადიციული მეთოდით დამზადებული მურაბები და კომპოტები, ქართული ყველის ასორტი...
რთულია კარგი გუდის ყველის შეძენა, შეიძლება გამყიდველმა მოგატყუოთ კიდეც
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:20 / 27-07-2017  Image ე.წ. სამხრეთ ოსეთის არმიის ლიკვიდაცია დაიწყო
"არმია" მთლიანად გადავა საკონტრაქტო სამსახურზე, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალებში იქნება ჩარიცხული
09:00 / 27-07-2017  Image რა მდგომარეობაა "რუსთავი 2"-ში ხანძრის შემდეგ - ფოტოები შენობიდან და ხანძრის გაჩენის დეტალები
გარკვეული დროით ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა
15:16 / 27-07-2017  Image "ფეისბუქი" ქართულენოვან თანამშრომელს ეძებს
ეს პოზიცია სრულ განაკვეთზეა და დუბლინის ოფისში მდებარეობს
10:05 / 27-07-2017  Image ბადაგონის დიდი ოქრო!
ვულოცავთ ქართული ღვინის ყველა გულშემატკივარს ამ დიდ გამარჯვებას!
16:49 / 26-07-2017  Image "სული, ხორცი, მეწვის, გული სკდება და არც გასკდა, რომ დავისვენო ამ ჯოჯოხეთური ტკივილისგან" - მანჩო გიორგობიანი შვილს სულისშემძვრელ პოსტს უძღვნის
"მძიმე ნარკოტიკი როდის გასინჯე, ისიც მითხარი და რომ არ შემიყოლიოს, მეშინიაო და მაგიტომაც აღარ მოგინდა ამერიკაში დაბრუნება"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49