აპრილიდან ევროპიდან მოწვეული სპეციალისტების კონსულტაციები და ოპერაციები თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში

აპრილიდან  ევროპიდან  მოწვეული  სპეციალისტების კონსულტაციები და ოპერაციები  თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში

საქართველოში შემუშავებული ჯანდაცვის უამრავი პროგრამისა თუ დაზღვევის მიუხედავად, ხშირად ქართველი პაციენტები სამკურნალოდ საზღვარგარეთ კლინიკებსა და უცხოელ ექიმებს მიმართავენ. საზოგადოებაში გავრცელებული აზრი და გადაჭრით საუბარი იმის თაობაზე, რომ საქართველოში სათანადო მკურნალობის მიღება შეუძლებელია, შესაძლოა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში იყოს მართებული. ყველასთვის ცნობილია, რომ უცხოეთში გამგზავრება და იქ მკურნალობა უამრავ ხარჯებთან არის დაკავშრებული, მნიშვნელოვანია ისიც რომ საზღვარგარეთ კლინიკებში ჩვენს პაციენტებს არ უნაზღაურდებათ სამედიცინო სერვისები

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“ სამედიცინო კლინიკების გაერთიანება „ვივო მედიქალ ჯგუფის“ წევრი მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრია, სადაც ყველა სეგმენტის წამომადგენელს აქვს საშუალება მიიღოს უმაღლესი ხარისხის მომსახურება. აქ თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურეობა ტარდება.

2017 წლიდან ცენტრის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ინოვაციური სამედიცინო სერვისების ინტეგრაცია წარმოადგენს . პერმანენტულ რეჟიმში ოპერაციებსა და კონსულტაციებს სხვადასხვა მიმართულებით უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ. აქედან ერთ-ერთი მთავრი მიმართულება კი ღვიძლის სიმსივნეების მკურნალობის უახლესი მეთოდებია. აღნიშნული მეთოდებით ოპერაციებს იტალიის წამყვანი სამედიცინო ცენტრების ზოგადი ქირურგები და ინტერვენციონისტ-რადიოლოგები პროფესორები რობერტო აგაცი (Roberto Agazzi) და ზოგადი ქირურგი ალფონსო რეკორდარე ( Alfonso Recordare) ჩაატარებენ. ღვიძლის სიმსივნეების უახლესი რადიოსიხშირული აბლაციის მეთოდი ქირურგიული ჩარევის მსოფლიოში აღიარებული ალტერნატივად ითვლება, რომელსაც საუკეთესო შედეგები აქვს.

მუდმივი როტაციის პირობებში ქართველი ექიმები კვალიფიკაციას იმაღლებენ არამარტო უცხოეთის წამყვან კლინიკებში პრაქტიკით, არამედ ჩვენს ქვეყანაში მოწვეულ სპეციალისტებთან ერთობლივი მუშაობით , რომელთან ერთადაც ისინი ურთულეს ოპერაციებსა და მანიპულაციებს ატარებენ .

აღსანიშნავია ,ისიც რომ ოპერაციები ტარდება შემდეგი მიმართულებებითაც: მუცლის ღრუს ორგანოების ონკოქირურგია, კუჭის და საყლაპავის პათოლოგიები, კოლოპროქტოლოგია, ღვიძლის ქირურგია და სხვა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი