”ტოტალური სამზადისი” ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ”ნებულასგან”

”ტოტალური სამზადისი” ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ”ნებულასგან”

30 ინდივიდუალური ოლიმპიადა, 6 გუნდური ოლიმპიადა და 7 საჯარო ლექცია, რომელსაც ონლაინ-კურსების პლატფორმა ”ნებულა” ჩაატარებს, აბიტურიენტებს გამოცდებისთვის კარგად მომზადებასა და გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. ”ნებულა: სუპერნოვა” - ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომელიც 25 მარტიდან ათასობით აბიტურიენტს უფასოდ დაეხმარება. ის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება.

”პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემეცნებითი ლექციები და სემინარები ეროვნული გამოცდების სპეციფიკასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე. თითოეული ოლიმპიადის შემდეგ კი დაგეგმილია ნახევარსაათიანი დისკუსია, რომლის ფარგლებშიც სპიკერები ამოცანებსა და მათ ამოხსნებზე იმსჯელებენ. ასევე, ავუხსნით სპეციფიკას, ზოგადად, საიდან მოდის ეს ამოცანები, რაც დღეს არსად ისწავლება. ამ დროს აბიტურიენტებს შეიძლება ახალი ამოცანებიც კი დააწერინონ. ასე მათ უნარების ამოცანების პრინციპების გაანალიზება გაუმარტივდებათ და ამოცანების ამოხსნას უფრო იოლად შეძლებენ. პარალელურად, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტებიდან სპეციალურად მოწვეული ლექტორები აბიტურიენტებს გააცნობენ მოთხოვნად სპეციალობებსა და დასაქმების შესაძლო სფეროებს, რაც მათ გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ,” - განმარტავს ”ნებულას” პროექტ-მენეჯერი რევაზ გენგაშვილი.

ოლიმპიადებსა და შეხვედრებში მონაწილეობა ნებისმიერ აბიტურიენტს შეუძლია. ამისთვის მან ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიაროს ”ნებულას” ვებგვერდზე. თითოეულ ოლიმპიადაში მონაწილეობას 100 აბიტურიენტი მიიღებს.

”გამოცდებამდე დარჩენილი სამი თვე ყველაზე სტრესულია აბიტურიენტებისთვის. ჩვენ კი გვინდა, მათ ეს პერიოდი მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენონ. ჩვენი პროექტი არის გარანტირებული გზა იმისა, რომ ისინი ეროვნულ გამოცდებს სათანადოდ მომზადებულები შეხვდებიან,” - დაამატა გენგაშვილმა.

პროექტის დამაგვირგვინებელი ეტაპია სუპერფინალი, რომლის გამარჯვებულიც უამრავი საინტერესო პრიზით დაჯილდოვდება. ოლიმპიადების მასპინძელია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

”ნებულა: სუპერნოვა” 25 მარტს დაიწყება. გახსნის ცერემონიალი დაგეგმილია „ფაბრიკაში“ 20:00-ზე, სადაც აბიტურიენტებს სიტყვით მიმართავენ ”ნებულას” აღმასრულებელი დირექტორი სანდრო დოლიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი და ”ფაბრიკას” მენეჯერი ანა სვანიძე.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი