როგორ მოვემზადოთ სრულყოფილად ეროვნული გამოცდებისთვის- საჯარო ლექციები აბიტურიენტებისთვის

როგორ მოვემზადოთ სრულყოფილად ეროვნული გამოცდებისთვის- საჯარო ლექციები აბიტურიენტებისთვის

ეროვნული გამოცდებისთვის მზადება აქტიურ ფაზაში შედის, აბიტურიენტების ვნებათაღელვა კი მაქსიმალურ ნიშნულს უტოლდება - მათი ცხოვრების ეს უმნიშვნელოვანესი მომენტი სულ რაღაც 2 თვეში დადგება.

‘ნებულა: სუპერნოვა’ - ესაა ნებულას და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი პროექტი, რომელიც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს გამოცდებისთვის სრულყოფილად მზადებასა და პროფესიის გონივრულად არჩევაში ეხმარება. პროექტის ფარგლებში ჯამში ჩატარდება ზოგადი უნარების 33 ოლიმპიადა და 7 საჯარო ლექცია.

პროექტის მედია - პარტნიორია “პალიტრა”.

საჯარო ლექციები შეეხება ეროვნული გამოცდების თემატიკას, მასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებსა და კონკრეტულ რჩევებს უმაღლესი ქულის ასაღებად, ასევე, თანამედროვე პროფესიულ ტრენდებსა და დასაქმების შესაძლო სფეროებს. ლექციებს წამყვანი უნივერსიტეტების ლექტორები ატარებენ, მასპინძელი კი ‘ფაბრიკაა’ (ეგნატე ნინოშილის #8).

ამას გარდა, ‘სუპერნოვას’ ოლიმპიადების სერია აბიტურიენტებს ზოგადი უნარების გამოცდისთვის სრულ მზადყოფნაში მოიყვანს. საოლიმპიადე ამოცანებზე მუშაობა და ამ ამოცანების პედაგოგებთან ერთად ადგილზევე გარჩევა აბიტურიენტს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. მათ აქვე, სემინარზე შეუძლიათ დაისწავლონ ამოცანის ამოხსნის ოპტიმალური, უმოკლესი და უსწრაფესი გზები, გაიგონ ახალ-ახალი ხრიკები და გამოსცადონ სხვადასხვა ტაქტიკები და ტექნიკები.

ოლიმპიადაში მონაწილეებს ახალი ცოდნის დაგროვების გარდა სხვადასხვა წამახალისებელი პრიზების მოგებაც შეუძლიათ, მათ შორის არის საქართველოს 5 წამყვანი უნივერსიტეტის სრული, 4 წლიანი დაფინანსებები, Lenovo-ს უახლესი Miix 310 (პლანშეტი + კომპიუტერი) და ფასდაკლებები ‘ნებულას’ ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ ინოვაციურ კურსებზე. ‘ნებულას’ კურსებით მოსარგებლე აბიტურიენტებიდან საუკეთესო კი წლის ბოლოს საჩუქრად 11 235 ლარს მიიღებს, რომელიც მის სწავლასა და ყოველთვიურ სტიპენდიას მოხმარდება.

‘სუპერნოვას’ ოლიმპიადებს სილიკონ ველის უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის #82) მასპინძლობს, მონაწილეობის სასურველ თარიღს კი თავად აბიტურიენტი ირჩევს.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, რეგისტრაციის უფასოდ გავლა კი ამ ბმულზეა შესაძლებელი: nebula.ge/sn

სილიკონ ველიმდე მისასვლელი გზა: https://goo.gl/FczT2n

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი