მფრინავი ჰამაკის საიდუმლოს ფარდა აეხადა- „ნატახტარის ლაითი“ კომპანია „ნატახტარისგან“

მფრინავი ჰამაკის საიდუმლოს ფარდა აეხადა- „ნატახტარის ლაითი“ კომპანია „ნატახტარისგან“

ხაშურის, თბილისისა და ბათუმის თავზე მფრინავი ჰამაკის საიდუმლო, რომელმაც უკვე მოიპოვა „ხაშურელი ალადინისა“ და „თანამედროვე შერეკილის“ მეტსახელი, ამოხსნილია. დრონით გაფრენილი "ადამიანის" რეალური ისტორია კომპანია „ნატახტარმა“ საზოგადოებას უკვე ამცნო - მფრინავი ჰამაკი კომპანიის ახალი ბრენდის „ნატახტარი ლაითის“ სარეკლამო კამპანია აღმოჩნდა.

ასევე გაირკვა, რომ ვიდეო ნატახტარის ახალ ბრენდზე “ლივინგსტონმა“გადაიღო, რომლის პრომოუშენ კამპანია კომპანია “ჯეპრამ“ განახორციელა.

„რადგანაც საქმე ეხებოდა ახალ მსუბუქ ლუდს, ჩვენ ავიღეთ სიმსუბუქის ერთ-ერთი სიმბოლო–ჰამაკი და ლუდის სმის დემონსტრირების პარალელურად, სხვადასხვა ქალაქის თავზე ვაფრინეთ" - განმარტავენ ლივინგსტონში.

“თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრება აღსავსეა აუცილებლობებით, პასუხისმგებლობებით და ვალდებულებებით. მართალია, შეუძლებელია მათი თავიდან არიდება, მაგრამ შესაძლებელია მათი შემსუბუქება. სწორედ ამიტომ შეიქმნა “ნატახტარი ლაითი”, რომელიც ერთი მხრივ ყველასთვის კარგად ნაცნობი ლუდი “ნატახტარია”, თუმცა უდარდელი, ლაღი და მსუბუქი.“ლივინგსტონთან”ერთად ვეცადეთ ბრენდის ეს განწყობა თავისუფლებისა და სილაღის ორი სიმბოლოს – ფრენისა და ჰამაკის, გაერთიანებით წარმოგვეჩინა. მსოფლიო მასშტაბით 25 მილიონამდე ნახვა, გვაფიქრებს, რომ მიზანს მივაღწიეთ. იმედს ვიტოვებთ “ნატახტარი ლაითიც” დაიმსახურებს საზოგადოების მოწონებას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც”, - აცხადებენ “ნატახტარში“.

მნიშნელოვანია, რომ მფრინავი ჰამაკის იდეას გამოხმაურება მოყვა როგორც ქართულ ინტერნეტ სივრცეში, ისე უცხოურ მედიაში. „ნატახტარი ლაითის” სარეკლამო რგოლი შეგიძლიათ მის ფეისბუქ გვერდზე ნახოთ:

https://www.facebook.com/NatakhtariLight/videos/216651195500611/

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი