13 წლის დეველოპერი, რომელმაც სილიკონ ველი თბილისი მოხიბლა

13 წლის დეველოპერი, რომელმაც სილიკონ ველი თბილისი მოხიბლა

ზუკა სიამაშვილი 13 წლის დეველოპერია, რომელმაც 20-21 მაისს, Google-ის კვირეულის ფარგლებში გამართულ მასშტაბურ ჰაკათონში "Silicon Valley Tbilisi Challenge-ში მიიღო მონაწილეობა. ზუკა შეჯიბრში ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი იყო, თუმცა მისმა უნარებმა ჟიურის წევრები გააკვირვა. კომპანია "Softline Georgia"-მ თამაშების დამწყები დეველოპერი პერსონალური კომპიუტერით დააჯილდოვა.

"კოდების წერა და პროგრამირების სწავლა 10 წლის ასაკში დავიწყე, უკვე 3 წელია მე თვითონ ვსწავლობ ინტერნეტით. აქამდე ჩემით ვსწავლობდი ყველაფერს და როცა პროგრამული ენების სწავლა დამჭირდა, მივედი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ციფრული მეწარმეობის კურსზე. ჯერ მოფიქრებული არ მაქვს, სამომავლოდ რა მინდა გავაკეთო, მაგრამ თამაშების შექმნა ძალიან მომწონს.

სილიკონ ველი ჩელენჯში ჩემს გუნდთან ერთად შევქმენი თამაში, რომელიც დაგვეხმარება ისტორიის უკეთ სწავლაში. თამაში დავით აღმაშენებლის შესახებაა და მალე ვაპირებთ მის განვითარებას. ჩემთვის დიდი წარმატება იყო ამ პროექტში მონაწილეობა და კომპიუტერის მოგება. საინტერესო და ძალიან რთული 2 დღე გავატარეთ მუშაობაში", - აცხადებს ზუკა სიამაშვილი.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, მიხეილ ბატიაშვილი:

- ყველაზე წარმატებულ თამაშების დეველოპერებად მსოფლიოში ხშირად გვხვდებიან თინეიჯერები. სწორედ ისინი არიან თამაშების მომხარებელთა მთავარი სეგმენტი და ძალიან კარგად იციან, როგორ შექმნან სწორი პროდუქტი. საქართველოში ეს ტენდენცია ახლა მკვიდრდება და მოხარული ვართ, რომ ზუკამ სილიკონ ველი თბილისი აირჩია, ჰაკათონზე მონაწილეობის მისაღებად. მასთან თანამშრომლობას აუცილებლად გავაგრძელებთ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი