"ლეღვი" - კაფე ლეღვთახევში, რომელიც "არავის და არაფერს არ ჰგავს"

"ლეღვი" - კაფე ლეღვთახევში, რომელიც "არავის და არაფერს არ ჰგავს"

ბებოს უგემრიელესი კომპოტები და მურაბები, ქართული კერძები და სასმელები, მშვენიერი გარემო და ადგილმდებარეობა - ეს არის კაფე "ლეღვი" ლეღვთახევში. კაფე ერთი წლის წინ, 2016 წლის ივნისში გაიხსნა და მისი მიზანი იყო თბილისში ისეთი კაფე ყოფილიყო, რომელიც არავის და არაფერს არ ჰგავს - არც ინტერიერ-ექსტერიერით, არც შინაარსით და არც მენიუთი.

"ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ მშვიდ, მყუდრო და ლამაზ გარემოს, ძალიან კარგ სერვისს და რა თქმა უნდა, გემრიელ კერძებს. ჩვენი სიამაყეა - ტრადიციული მეთოდით დამზადებული მურაბები და კომპოტები, ძალიან მრავალფეროვანი ქართული ყველის ასორტი, ოჯახის ჭაჭისა და ღვინის ნაირსახეობა," - აღნიშნავს კაფე "ლეღვის" აღმასრულებელი დირექტორი არჩილ მახნიაშვილი.

კაფემდე არ მიდის სამანქანო გზა, რაც როგორც სტარტაპის დამფუძნებლები ამბობენ, განტვირთვის კარგი საშუალებაც არის.

უნიკალურმა შეთავაზებებამ და განსხვავებულმა გარემომ განაპირობა ის ფაქტი, რომ კაფე "ლეღვმა" მალევე შეძლო პოპულარობის მოპოვება. მის სტუმრებს შორის ხშირად ნახავთ ტურისტებს, ასევე საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ სახეებს, მხატვრებს, მწერლებს, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ა.შ.

როგორც კაფის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, სტარტაპის შექმნის პორცესში ყველზე დიდი სირთულე ტექნიკური ხასიათის იყო. რადგან კაფესთან სამანქანო გზა არ მიდის, ტექნიკური სამუშაოების ჩატარება საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

ამჟამად სტარტაპი "თიბისი ბანკის" პროგრამა "სტარტაპერის" მონაწილეა.

"პროექტში მონაწილეობა სწორი მარკეტინგული აქტივობების განხორციელებასა და პოპულარობის მოპოვებაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარა," - ამბობს არჩილ მახნიაშვილი.

ფოტოები: ADvan/ედვენი

#სტარტაპერი #გვეამაყები

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი