უახლესი კონდიციონერი სამსუნგისგან, მსოფლიოში პირველი Wind-Free™ ტექნოლოგიით

უახლესი კონდიციონერი სამსუნგისგან, მსოფლიოში პირველი Wind-Free™ ტექნოლოგიით

ზაფხულის ხსენებას ან გაფიქრებას მაშინვე მოჰყვება შვებულების, არდადეგების, ხმაურიანი სანაპიროს თუ მშვიდი და გრილი მთების ასოციაციები. რეალურად კი ამ დიდებული სეზონის უმეტესი ნაწილის გატარება მაინც სახლსა და სამსახურში გვიწევს.

სამსუნგმა მსოფლიოში პირველი Wind-FreeTM ტექნოლოგიის ოთახის კონდიციონერი შექმნა, რომელიც შინ დარჩენილებს ცხელი ზაფხულის უფრო სასიამოვნოდ გატარებაში დაგვეხმარება.

Wind-FreeTM კონდიციონერის უნიკალურობა მის 21 ათას მიკრო ნასვრეტში იმალება, საიდანაც გრილი ჰაერი რბილად იფანტება ოთახში და შესაბამისად, სახლში აღარავინ წუხდება უსიამოვნო გრილი ორპირითა თუ ცივი ქარის დაბერვის ეფექტით. მოკლედ, ჩართავ Wind-FreeTM კონდიციონერს და თან გრილად იქნები და თან კომფორტულად.

ასეთ კონდიციონერებს კომფორტული გაგრილების ორსაფეხურიანი სისტემა აქვთ. პირველი საფეხური ოთახში ტემპერატურის სწრაფად დაწევას უზრუნველყოფს. სასურველი სიგრილის მიღწევის შემდეგ კი შეგიძლიათ თქვენი კონდიციონერი ეფექტურ Wind-FreeTM რეჟიმზე გადართოთ და შეინარჩუნოთ სასურველი ტემპერატურა დისკომფორტის გარეშე.

InterPressNews.Geამ სისტემის კონდიციონერების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლუსია მათი ენერგოეფექტურობა. ელექტროენერგიის ქვითარი მოულოდნელად მცირე გადასახადით თუ გაგაკვირვებთ, იცოდეთ, რომ ეს მსოფლიოში ასევე პირველი ციფრული 8-პოლუსიანი POWERboost ტექნოლოგიის ინვერტორის დამსახურებაა. ის მცირე დროში ახერხებს კომპრესორის მაქსიმალური სიჩქარის მიღწევას და შესაბამისად, ენერგომოხმარებაც ჩვეულებრივ კონდიციონერებთან შედარებით გაცილებით მცირეა. Wind-FreeTM ტექნოლოგიის კონდიციონერს სასურველი ტემპერატურის მისაღწევად და შესანარჩუნებლად ჩვეულებრივი კონდიციონერის მიერ მოხმარებული ენერგიის მხოლოდ 68% სჭირდება. Wind-FreeTM კონდიციონერი ხშირად არ ირთვება და ითიშება, ამიტომ ნაკლებად ხმაურიანი, გამძლე და ეფექტურია.

Wind-FreeTM ტექნოლოგიის კონდიციონერები მათთვის იქნება საინტერესო, ვისთვისაც ოთახში ჰაერის ხარისხი მნიშვნელოვანია. სამსუნგის ახალი კონდიციონერების ულტრაგანიერი P2.5 ფილტრები ოთახში ცირკულირებულ ჰაერს წმენდენ და ჩვენც მუდმივად სუფთა ჰაერს შევისუნთქავთ.

ძილის ხარისხი ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახება. კომპანიაში ბევრი იფიქრეს ძილის დროს გაგრილებაზეც და მრავალი ექსპერიმენტის შედეგად, ჩაძინებისთვის, ღრმა ძილისთვის და გაღვიძებისთვის იდეალური ტემპერატურები დაადგინეს. შესაბამისად, Wind-FreeTM სისტემის კონდიციონერი თქვენი ძილის ხარისხზეც ზრუნავს, რადგან თქვენ და თქვენს პატარებს დისკომფორტის გარეშე გძინავთ სასურველ ტემპერატურაში.

Wind-FreeTM კონდიციონერებს ჩვენი ჭკვიანი დროის შესაბამისი კიდევ ერთი სარგებელი აქვს - მისი რეჟიმიც და ტემპერატურაც ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ სმარტფონის Smart Home აპლიკაციიდან აკონტროლოთ.

Wind-FreeTM სისტემის უახლესი კონდიციონერის შეძენა საქართველოში სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიებშია შესაძლებელი.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი