ქუთაისის ახალი „მაკდონალდსი“ ცენტრალურ მოედანზე

ქუთაისის ახალი „მაკდონალდსი“ ცენტრალურ მოედანზე

დღეს, ქუთაისში, აღმაშენებლის მოედნის #1-ში, რიგით მეორე „მაკდონალდსი“ გაიხსნა. საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ ლოკაციაზე საერთაშორისო სარესტორნო მარკის გამოჩენა, რომლის ქართულმა მმართველობამ სხვადასხვა დროსჟენევაში, ხარისხის საერთაშორისო კონვენციაზე „ოქროს კატეგორია“, ფრანკფურტში კი - საუკეთესო ხარისხის ჯილდო მოიპოვა, ტურიზმის განვითარების და ადგილობრივების დასაქმების ხელსაყრელ პერსპექტივას გვთავაზობს; მართვის ამერიკული სტანდარტების დანერგვა კი, თავის მხრივ, ქუთაისში მომსახურების სფეროს განვითარების ახალ საფეხურზე აყვანას.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის „მაკდონალდსი საქართველოს“ გენერალურ დირექტორს - ბ-ნ თენგიზ კაპანაძეს გავესაუბრეთ:

რითი იქნება გამორჩეული ქუთაისის „მაკდონალდსი“ სხვა რეგიონებისობიექტებისგან?

უპირველესად, მასშტაბურობით. მიუხედავად იმისა, რომ რესტორნის დიზაინი ევროპაშია შემუშავებული და ოპერირება ავსტრიაში, შვეიცარიასა და საფრანგეთში დანერგილი სტანდარტებით ხდება, აღმაშენებელზე მდებარე „მაკდონალდსის“ მასშტაბი უპრეცედენტოა: ის სტანდარტულ ევროპულ ფორმატს არ წარმოადგენს. თანაც, ობიექტი ისეთი უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რომლებზეც მაგალითად იტალიის „მაკდონალდსი“ ჯერ არ გადასულა.

ამ რესტორანს ფუნქციურადაც სხვა დატვირთვა აქვს: სტუმრებისთვის განკუთვნილ სივრცეებსა და დაბადების დღის თუ საბავშვო დარბაზებთან ერთად, ის დასავლეთ რეგიონის კადრების გადამზადების ცენტრსაც მოიცავს - შეიძლება ითქვას, რესტორნის კონცეფცია ქუთაისის ისტორიულ ფუნქციას ეხმიანება: ქუთაისი ხომ საუკუნეების განმავლობაში სწავლების და განათლების ცენტრი იყო.

მსგავსი ფორმატის მოდელი ამერიკაში მეტად გავრცელებულია?

ასეთი მასშტაბური რესტორნები არც ამერიკულ „მაკდონალდსს“ აქვს. იქ უმეტესად ერთსართულიან ობიექტებს ნახავთ, რადგანაც ოპერირების კუთხით მეტად ეფექტური და ადვილად სამართავია - 2 სართულს ხომ მეტი ადამიანური რესურსი და ელექტორენერგია სჭირდება. უპრეცედენტო მასშტაბის გამო, ამერიკელებმა ქუთაისის ახალ „მაკდონალდსს“ „ტრამპ-თაუერ მაკდონალდსი“ უწოდეს :)

ადგილობრივ ახალგაზრდებს დასაქმების რა პერსპექტივებს სთავაზობთ?

ზოგადად, „მაკდონალდსის“ სისტემა იმითაა უნიკალური, რომ დასაქმების მსურველებისგან დიპლომებს არ ითხოვს. ჩვენთან სტუდენტები მოდიან, რომლებსაც საათობრივ ანაზღაურებას ვთავაზობთ და ვცილობთ, მათ გრაფიკს მოვერგოთ. ამ ეტაპზე საქართველოში მსგავს სამუშაო პირობებს ახალგაზრდებს ვერც ერთი სხვა კომპანია ვერ სთავაზობს. პარალელურად, ჩვენთან დასაქმებულ ახალგაზრდებს მენეჯმენტის საერთაშორისო კურსები და მუდმივი გადამზადება სისტემაში დაწინაურების შანსსაც აძლევს: ჩვენი ოფისის თანამშრომლების 70 %-ს აბსოლუტურად ქუჩიდან მოსული ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც „მაკდონალდსის“ სისტემაში საკუთარი მუშაობის ხარისხით, პრაქტიკით, უნარ-ჩვევებით და მუდმივი სწავლების დამსახურებით გაიზარდნენ. დღესღეობით ჩვენს კომპანიაში 970 ახლაგაზრდაა დასაქმებული, მომავალ წელს კი კიდევ ორი რესტორნის გახსნა იგეგმება, ორი წლის შემდეგ - შვიდი-რვა ობიექტის, რაც თავის მხრივ დასაქმებაზეც მნიშვნელოვნად აისახება.

გარდა ამისა, ეს ობიექტი დასაქმების კუთხით კიდევ იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ დასვლეთის რეგიონში ბევრი ახალგაზრდის გადამზადებას მოახდენს. მიუხედავად იმისა, რომ „მაკდონალდსიდან“ კადრების გადინება მცირეა - მაგალითად, გასულ წელს ნულოვანი დანაკარგი გვქონდა, თანამშრომლები, რომლებიც ჩვენი სისტემიდან გადიან და შემდეგ სხვაგან საქმდებიან, მენეჯმენტის ძლიერ უნარებს ფლობენ, რადგან „მაკდონალდსის“ საერთაშორისო გადამზადებები აქვთ გავლილი და ნებისმიერი სასტუმროსა თუ რესტორნისთვის სასურველი კადრები არიან. მთლიანობაში ამ ეტაპზ ჩვენთან 900 ადამიანია დასაქმებული, თუმცა დაახლოებით 7000 კადრი გვყავს გადამზადებული, რომლებიც ჩვენთან მიღებული ცოდნით და გამოცდილებით სხვადასხვა სასტუმროებსა დარესტორნებში დასაქმდნენ და იქ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება დანერგეს. ასევე, საქართველოში სწორედ „მაკდონალდსის“ შემოსვლით დაინერგაკვების უსაფრთხოებისსტანდარტები.

ბოლოდროინდელმა „სუნელების სკანდალმა“ საზოგადოება მართლაც შოკში ჩააგდო: მოსაზრება, რომ ადგილობრივი უსაფრთხოს ნიშნავდა, ბევრისთვის ეჭვქვეშ დადგა. რა პროცესია „მაკდონალდსის“ უსაფრთხოების კონტროლი და რამდენად უვნებელია მისი საკვები?

ჩვენი რესტორნები მუდმივად კონტროლდება: არსებობს საიდუმლო სტუმრის პრაქტიკა - სრულიად უცხო ადამიანები ჩვეულებრივი ვიზიტორების ამპლუაში გვსტუმრობენ, შემდეგ საერთაშორისო რეპორტები გვეგზავნება, სადაც ჩვენი მართვის სისტემაა შეფასებული. შარშან მომხმარებელთაფოკუსის და კონცენტრაციის ნომინაციაში ევროპის უმაღლესი ჯილდო მოგვანიჭეს, წელს კი იმ ხუთ საუკეთესო კომაპნიას შორის მოვხვდით, რომლებიც ევროპის ანალიტიკაშია წარმოდგენილი. ეს მიღწევები „მაკდონალდსის“ საერთაშორისო ოფისის და მესამე პირების შეჯერებული ანალიტიკის რეზულტატია - უშუალოდ „მაკდონალდსის“ ოფიცერების დაკვირვების, როგორც გამოცხადებული, ასევე გამოუცხადებელი ვიზიტორების შეფასებების, ხარისხის, მომსახურების, ფინანსური ინფორმციის და მენეჯმენტის საფუძველზე.

ასევე, ცოტა ხნის წინ, „მაკდონალდს საქართველომ“ 2.3 მილიონ ევროდ შეფასებული პროექტი განახორციელა: ევროპის „მაკდონალდსსა“ და მის ოფიციალურ პარტნიორ გერმანულ ლოგისტიკურ კომპანია „ჰავისთან“ ერთად, საქართველოში ლოგისტიკური ჰაბი გახსნა, რომელსაც დღეში 1500 ტ. პროდუქციის გადამუშავების და მთელი ამიერკავკასიის რეგიონის მომარაგების პოტენციალი აქვს. თუმცა „მაკდონალდსი“ არა მხოლოდ თავის სისტემაში არსებულ პროდუქციას ამოწმებს, არამედ - ევროპის იმ ქარხნებსაც, რომლებიც მისი მომწოდებლები არიან: ჩვენს ყოველ ყუთზე შტრიხ-კოდია დატანილი, რომლის დახმარებითაც ორი საათის განმავლობაში მასში მოთავსებული პროდუქტის წარმომავლობის პოვნა შეგვიძლია. მთავარი კი ისაა, რომ ჩვენი ლოჯისტიკური ცენტრი „მაკდონალდსის“ მომარაგების სისტემაშია ინტეგრირებული და აღქმულია, როგორც ჰაბი, რომელსაც შეუძლია, „მაკდონალდსის“ ნებისმიერ სხვა ქვეყნის სისტემას მოემსახუროს: მაგალითად, „მაკდონალდსის“ რესტორნები აუცილებლად გაფართოვდება შუა აზაში და ამ შემთხვევაში, ჰაბიც მხოლოდ კავკასიის რეგიონს აღარ მოამარაგებს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ „მაკდონალდსი“ საზღვარგარეთ მსგავსი ფორმატის ლოჯისტიკურ ცენტრებს არ მართავს - ამას პარტნიორები უზრუნველყოფენ. პრეცენდეტი მხოლოდ საქართველოში დაუშვეს, რაც ჩვენ მიმართ უდიდესი ნდობის გამოცხადებას ნიშნავს: რამდენადაც ჩვენი კომპანია მუდმივად მოწინავე რიგებშია ევროპული ქვეყნების „მაკდონალდსებს“ შორის ხარისხის კონტროლის, მომხმარებლებთან ურთიერთობის და ფინანსური მონაცემების თვალსაზრისით, დავამტკიცეთ, რომ მსგავსი ტიპის ჰაბის მართვა შეგიძლია, მიუხედავად იმისა, რომ ის სარესტორნო სისტემისგან სრულიად განსხვავებული სპეციფიკით ოპერირებს.

ერთი მხრივ, „მაკდონალდსი საქართველო“ სხვა საერთაშორისო ბრენდებთან შედარებით ყველაზე მოქნილი ადგილობრივი პოლიტიკით გამოირჩევა, მეორე მხრივ - ძალიან უფრთხილდება საერთაშორისო სტანდარტების დაცვას. რამდენად რთულად სამართავი პროცესია „მაკდონალდსისთვის“ ადგილობრივი წარმოების წახალისება? საუბარია სალათის ფურცლების და მალე უკვე პურ-ფუნთუშეულის წარმოებაზე, რომლის შესახებაც ბნ-მა თემურმა დააანონსა.

ეს მართლაც ურთულესი პროცესია: „მაკდონალდსის“ საერთაშორისო სისტემის აუდიტების გარდა, „მაკდონალდსის“ მიერ აკრედიტირებული მესამე კომპანიაც სისტემატურად გვამოწმებს. ისინი ხარისხის კონტორლის ყველა ეტაპს დაკვირვებით სწავლობენ, ამიტომ ამ პროცესებში ჩართვა მხოლოდ უდიდესი ინვესტიციის ხარჯზე არ ხდება. ინვესტიცია კი, თავის მხრივ, მართლაც სოლიდურია, რადგან „მაკდონალდსის“ სტანდარტი იმის უფლებას არ იძლევა, რომ შედარებით დაბალფასიანი ძველი მოდელის დანადგარები შევიძინოთ. თანაც, ინვესტირების გარდა, ქარხნის აწყობა იმის გარანტიას არ გაძლევს, რომ სისტემის მომარაგების უფლებას მოიპოვებ, რადგან მთავარი ხარისხი და უსაფრთხოებაა. ინვესტივციის განხორციელებას ხომ მხოლოდ ფინანსური სახსრები სჭირდება, სისტემის მართვა კი ძალიან რთულია. მაგალითად, ევროპაში არსებობს საერთაშორისო დონის ქარხნები, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში „მაკდონალდსის“ მომწოდებელბი იყვნენ, თუმცა შემდეგ „მაკდონალდსმა“ ისინი დახურა. ეს ბრენდი ხარისხის დათმობის კომპრომისზე არასოდეს წავა!

რა მოლოდინები უნდა ჰქონდესს ქუთაისს ტურიზმის განვითარების სტიმულირების მხრივ?

„მაკდონალდსი“ ტურიზმის განვითარების აუცილებელი ფაქტორია, მისი მეშვეობით ქალაქი იძენს იმიჯს, რომ ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. სხვადასხვა ქვეყანაში ასეთი გამონათქვამიც კი არსებობს: „თუ ვერ მეტყვი, ქალაქის ცენტრი სად არის, „მაკდონალდსში“ წამიყვანეო“.

ამასთანავე, „მაკდონალდსის“ თითოეულ რესტორანს საქართველოს ბიუჯეტში ყოველწლიურად მილიონ ლარამდე შეაქვს, ამიტომაც ქუთაისის ახალი ობიექტი ეკონომიკის განვითარებითაც ძალიან მნიშვნელოვანია.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი