აბიტურიენტობა, რომელიც სტუდენტობას ჰგავს - ინოვაციური შეთავაზება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერიტეტისგან

აბიტურიენტობა, რომელიც სტუდენტობას ჰგავს - ინოვაციური შეთავაზება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერიტეტისგან

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტის პედაგოგებთან და ექსპერტებთან მომზადება, სტუდენტური სერვისებით სარგებლობა, ინდივიდუალური მენტორობა, წვდომა სილიკონ ველი თბილისის სივრცეში გამართულ საერთაშორისო მასტერკლასებსა და სემინარებზე, კონსულტაცია კარიერულ დაგეგმვაში და მრავალი სხვა შესაძლებლობა აბიტურიენტებს 2017 წლის 2 ოქტომბრიდან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გახსნილ მოსამზადებელ ფაკულტეტზე მიეცემათ.

აბიტურიენტებისთვის მოსამზადებელი ფაკულტეტი ქართულ ბაზარზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინოვაციაა. სიახლე მნიშვნელოვნად გაამარტივებს აბიტურიენტების მოსამზადებელ პროცესს, რომელიც მთელი წლის მანძილზე გრძელდება და მის შედეგზე ადამიანის მთელი მომავალი ცხოვრებაა დამოკიდებული. უნივერსიტეტის რექტორის, მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, სიახლე აბიტურიენტთა ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის, მათ ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივას დაუსახავს.

”ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის მხოლოდ ცალკეული საგნის შესწავლა არ კმარა. აუცილებელია, აბიტურიენტს კომპლექსური უნარები გამოუმუშავდეს, შეძლოს დროის მართვა, პროცესის სწორი დაგეგმვა, საუკეთესო ექსპერტებთან და წარმატებულ სტუდენტებთან სისტემატიური კომუნიკაცია. ეს უპრეცედენტო პროექტია და ჩვენი გუნდი სრული შემართებით მუშაობს იმისათვის, რომ უნივერსიტეტში გადამზადებულმა აბიტურიენტებმა გამოცდების ჩაბარება უმაღლესი ქულებით შეძლონ,” - განმარტავს მიხეილ ბატიაშვილი.

ფაკულტეტის მიერ შეთავაზებული მოდულები საწყის ეტაპზე ზოგად უნარებს, ქართულ ენასა და ლიტერატურას, ინგლისურ ენას და მათემატიკას მოიცავს. ზოგადი უნარების მოდულს უნივერსიტეტში ”ნებულა” ახორციელებს. ”ნებულას” გონიერი პლატფორმით, ასობით აბიტურიენტმა უკვე მიიღო უმაღლესი შედეგი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. მოსამზადებელ ფაკულტეტზე არსებული მოდულები ეტაპობრივად დაფარავს ყველა საგანს, რომელშიც აბიტურიენტს მომზადება სურს. ფაკულტეტზე ჩარიცხვა გასაუბრების საფუძველზე ხდება. სწავლის საფასური კი თვეში 115 ლარს შეადგენს.

”მასწავლებლების შერჩევა, სასურველი გრაფიკის შედგენა, გადასახადის ადეკვატურად გადანაწილება, სხვადასხვა მასწავლებელთან სხვადასხვა ლოკაციაზე სიარული - ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან რთულად მოსაგვარებელ საკითხებს წარმოადგენდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მთელი ოჯახი სრულად ვიყავით ჩართული ამ პროცესში და ჩემი აბიტურიენტობის ისე დაგეგმვას ვცდილობდით, რომ საბოლოოდ სასურველი შედეგი მიგვეღო. ეს პროცესი სრულიად თავდაყირა დააყენა იმ სიახლემ, რომელსაც აბიტურიენტების მოსამზადებელი ფაკულტტეი ჰქვია. როგორც გავარკვიე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოში ყველაზე მაღალტექნოლოგიურია. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ გუნდმაც, რომელიც აქ საქმიანობს. ისიც კი გავიგე, უნივერსიტეტს მიღების პირველსავე წელს საოცარი შედეგი ჰქონია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი აბიტურიენტობა სწორედ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს დავუკავშირო. ასე საუნივერსიტეტო ცხოვრებასა და რიტმსაც შევეჩვი და სტუდენტობა ჩემთვის რთული აღარ იქნება,” - ამბობს აბიტურიენტი თეონა მჭედლიშვილი.

სტატისტიკის თანახმად, საშალოდ აბიტურიენტების 15% ვერ ლახავს ზოგადი უნარების მინიმალური კომპეტენციის ზღვარს. გაცილებით მაღალია იმ აბიტურიენტების რიცხვი რომელიც ვერ ირიცხება სასურველ ფაკულტეტზე არასაკმარისი ქულების გამო. აღნიშნული საკითხის მიმართ კომპლექსური მიდგომა, შეხვედრები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) წარმომადგენლებთან, ერთიანი ეროვნული გამოცდების სიმულაცია, გამოცდილების გაზიარება მენტორი სტუდენტებისგან, შეხვედრები არჩეული პროფესიის წარმომადგენლებთან აბიტურიენტს მრავალ ახალ შესაძლებლობას და არჩევანის მეტ თავისუფლებას ანიჭებს.

სტუდენტური ცხოვრებისთვის უკეთ მოსამზადებლად, პროფესიის სწორად ასარჩევად და ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ექსპერტები სისტემატიურ კონსულტაციებს გაუწევენ აბიტურიენტებს. მოსამზადებელ ფაკულტეტზე სწავლის დასრულების შემდეგ, BTU-სგან 15%-იან ფასდაკლებას მიიღებენ ისინი, ვინც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები პირველი არჩევანით გახდებიან.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი