ჭურჭლის სარეცხი მანქანა - ფუფუნების საოცნებო საგანი თუ ხელმისაწვდომი რეალობა?

ჭურჭლის სარეცხი მანქანა - ფუფუნების საოცნებო საგანი თუ ხელმისაწვდომი რეალობა?

ამ კითხვაზე პასუხს „მეგატექნიკაში“ მიიღებთ, სადაც სექტემბრის თვეში ჭურჭლის სარეცხი მანქანების გრანდიოზული ფესტივალი გელით! რამდენჯერ გვიოცნებია, რომ ჩვენს მაგივრად თეფშები ვინმე სხვას დაერეცხა... გვიოცნებია გვქონოდა ჭურჭლის სარეცხი მანქანა, თუმცა ეს ნივთი ყოველთვის ძვირი და მიუწვდომელი ჩანდა, რადგან ბაზარზე მხოლოდ ძვირადღირებული პროდუქცია იყო. დღეიდან, შეგვიძლია ოცნება შევწყვიტყოთ და შევიძინოთ ევროპული ბრენდების ჭურჭლის სარეცხი მანქანები მხოლოდ 599 ლარიდან!

ჭურჭლის სარეცხი მანქანების ფესტივალის ფარგლებში, „მეგატექნიკა“ გვთავაზობს ჭურჭლის სარეცხი მანქანების ყველაზე ფართო არჩევანს და წამყვანი ევროპული და საერთაშორისო ბრენდების ტექნიკას. ფესტივალზე წარმოდგენილია: Hoover, Hansa, Indesit, Hotpoint Ariston, Simfer, Galanz, Mastercook-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანები, როგორც ჩასაშენებელი, ასევე ცალკე მდგომი მოდელები 9-დან 16-მდე პერსონის ჭურჭლის ტევადობით.

-ყველა ქართველი დიასახლისი თუ მამაკაცი, ვინც სამზარეულოში ფუსფუსებს, იმსახურებს შრომის შემსუბუქებას და თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევებს თავის ოჯახში. ჩვენი აზრით, 21-ე საუკუნეში ადამიანმა დრო და ენერგია არ უნდა დახარჯოს ისეთ საქმეებზე, რომლის შესრულება გაცილებით სწრაფად, უკეთ და ეფექტურად ტექნიკას შეუძლია. სწორედ ამიტომ, „მეგატექნიკა“ სექტემბრის თვეში ჭურჭლის სარეცხი მანქანების ფესტივალს შემოგთავაზებთ.

ჩვენ ექსკლუზიურად ვთანაშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, რომ ხარისხისა და ფასის საუკეთესო კომბინაცია გვქონდეს. „მეგატექნიკა“ 21 წლიანი არსებობის მანძილზე, ერთადერთი კომპანიაა, რომელიც მუდმივად ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას. „მეგატექნიკაში“ ყოველთვის საუკეთესო, ყველაზე დაბალი ფასებია ტექნიკის სრულ ასორტიმენტზე ყველა ასაკისა თუ სოციალური ფენის მომხმარებლისთვის. ჩვენს მაღაზიათა ქსელში ნებისმიერი სტუმარი, სტუდენტი, საშუალო ასაკის ადამიანი თუ პენსიონერი შეარჩევს მისთვის სასურველ და ხელმისაწვდომ, ხარისხიან ტექნიკას. ამასთანავე, მომხმარებლებს ყველა წამყვანი ბანკის განვადებითაც შეუძლიათ ისარგებლონ.“ - აცხადებენ „მეგატექნიკაში“ ჭურჭლის სარეცხი მანქანების ფესტივალთან დაკავშირებით.

2 24 46 46

https://www.facebook.com/Megatechnica.ge/

www.megatechnica.ge

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი