"ნიკოლი" - ბავშვის ტანსაცმლის ახალი ქართული ბრენდი ბაზარზე

"ნიკოლი" - ბავშვის ტანსაცმლის ახალი ქართული ბრენდი ბაზარზე

მაღალი ხარისხისა და დაბალი ფასის თანხვედრა - ეს "ნიკოლია", საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი, რომელიც 2017 წლის თებერვალში შეიქმნა და პირველი კოლექცია მაისში გამოუშვა, თუმცა უკვე საკმაოდ პოპლარულ და მოთხოვნად ბრენდად იქცა.

"ქართული საბავშვო ტანსაცმელის ბრენდის "ნიკოლის" შექმნის იდეა ოჯახში გაჩნდა. როგორც სამკერვალო ბიზნესში, ასევე გაყიდვების მიმართულებით ოჯახის წევრებს გარკვეული გამოცდილება გვქონდა დაგროვებული, რაც იდეის განხორციელების წინაპირობა გახდა. "ნიკოლის" შექმნას, ასევე, ბიძგი მისცა ადგილობრივ ბაზარზე არსებულმა ქართული საბავშვო ტანისამოსის სიმცირემ. დროა, ქართულმა პროდუქტმა თავისი ადგილი დაიმკვიდროს ბაზარზე და ჰქონდეს პრეტენზია, რომ კონკურენცია გაუწიოს უცხოურ ბრენდებს," - განმარტავს სტარტაპის დამფუძნებელი ნიკა ნიკოლაშვილი.

სტარტაპი აწარმოებს ყველა სახის ტანისამოსს 2 დან 10 წლამდე ბიჭებისა და გოგონებისთვის. მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, შეკვეთას ნებისმიერი ასაკის ბავშვის ტანისამოსზე იღებენ.

"პროცესი საკმაოდ კომპლექსური და ხანგრძლივია, იწყება ხარისხიანი ქსოვილის მოძიებით, რაც ადგილობრივ ბაზარზე წარმოუდგენლად რთულია. საწყის ეტაპზე ქსოვილის იმპორტს ვახორციელებთ. თითოეული მოდელის ესკიზი იქმნება, შემდგომ მოდელის ნიმუში იხვეწება ტექნოლოგიურად და წარმოებაში ეშვება," - აღნიშნავს სტარტაპერი.

"ნიკოლმა" უკვე შექმნა ორი, საზაფხულო და საშემოდგომო კოლექცია. პროდუქცია ონლაინ რეჟიმში იყიდება. თბილისის მასშტაბით მიტანის სერვისი უფასოა, რეგიონებში კი 5 ლარი ღირს. ცოტა ხნის წინ კოპანიამ სავაჭრო კუნძული დადგა სავაჭრო ცენტრ "გლდანი მოლში".

"მიგვაჩნია, რომ სტარტაპის დაწყება კომპლექსური პროცესია. როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური რესურსების ინვესტიციას მოითხოვს. კვალიფიციური კადრების მოძიებასა და ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციის მოძიებას დიდი გამოწვევები ახლავს თან. "ნიკოლის" განვითარება მომხმარებელის მზარდი მოთხოვნის შესაბამისად მიმდინარეობს.

ეტაპობრივად დაგეგმილია ობიექტების გახსნა პოპულარულ სავაჭრო ობიექტებში, რაც საშუალებას მოგვცემს გავხვდეთ უფრო ხელმისაწვდომები კლიენტისთვის. პირდაპირი კონტაქტი მომხმარებელთან არის ყველაზე ეფექური გზა, რომ პროდუქტი უფრო მოთხოვნადი გახდეს," - განმარტავს ნიკა ნიკოლაშვილი.

"სტარტაპის შექმნა მარტივი ნამდვილად არ არის. სულ ახლახანს ჩავერთეთ პროგრამაში "თიბისი სტარტაპერი", მათგან დაფინანსება მივიღეთ და აღნიშნული რესურსით და პროგრამის მხარდაჭერით ბიზნესის სამომავლო განვითარებას ვგეგმავთ"- ამბობს ნიკა.

სტარტაპი უკვე საკმაოდ მოთხოვნადია ბაზარზე, რასაც სოციალურ ქსელში "ნიკოლის" გვერდის 48 000 "მომწონებელიც" ადასტურებს.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: Advan/ედვენი

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი