ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საგანმანათლებლო სააგენტო ი ელ ელ ი აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის მევენახეობა-მეღვინეობაში

ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საგანმანათლებლო სააგენტო ი ელ ელ ი აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის მევენახეობა-მეღვინეობაში

კონკურსი განკუთვნილია ყველასთვის ვინც დაინტერესებულია მევენახეობა/მეღვინეობით და სურს მიიღოს საერთაშორისო განათლება და გამოცდილება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

თქვენ გეძლევათ საუკეთესო შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ უნიკალურ კონკურსში, რომელიც განკუთვნილია საუკეთესო სტუდენტებისთვის, რომ გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები მსოფლიოში.

მთავარი პრიზები საბაკალავრო პროგრამისთვის:

I პრიზი- 15 000 აშშ დოლარი  სტიპენდია (სწავლის საფასურის 50%) საბაკალავრო  პროგრამაზე - კვების პროდუქტების  ტექნოლოგიები (საბაკალავრო პროგრამებზე შემდეგი მიმართულებით არის შესაძლებელი სწავლის გაგრძელება: ენოლოგია, მევენახეობა-მეღვინეობა, ფერმენტაცია, კვების პროდუქტების  ტექნოლოგიები)

II პრიზი- 9000 აშშ დოლარი სტიპენდია (სწავლის საფასურის 30%) საბაკალავრო პროგრამაზე - კვების მეცნიერება და ტექნოლოგია ( საბაკალავრო პროგრამებზე შემდეგი მიმართულებით არის შესაძლებელი სწავლის გაგრძელება: ენოლოგია და მევენახეობა-მეღვინეობა, ფერმენტაცია, კვების პროდუქტების  ტექნოლოგიები)

მთავარი პრიზი სამაგისტრო პროგრამისთვის:

III პრიზი - 2 ნახევარი კვირით პროფესიული სტაჟირების  პროგრამა სამაგისტრო პროგრამის  სტუდენტისთვის მევენახეობის კვლევითი ტური ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტს დაუფინანსდება ცხოვრება, კვება, ავტობუსით მგზავრობა, ორმხრივი ავიაბილეთი. სტუდენტს ეძლევა აგრეთვე შანსი მიიღოს მონაწილეობა შემდგომ კონკურსში და სრულად დაუფინანსდეს სწავლა საუკეთესო კვლევით უნივერსიტეტში ( Oregon wine Research Institute) სამაგისტრო პროგრამაზე მევენახეობა-მეღვინეობაში ან ენოლოგიაში ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

http://owri.oregonstate.edu/oregon-wine-research-institute/about-us/research-facilities

კონკურში მონაწილეობის პირობები:

საბაკალავრო პროგრამებისთვის: საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, საშუალო სკოლა დამთავრებულები და უმაღლესი სასწავლებლის პირველი კურსის სტუდენტები, მაღალი აკადემიური მონაცემებით.

სამაგისტრო პროგრამებისთვის: ბაკალავრის დიპლომი GPA 3.0-ით  და TOEFL 80 ქულა. სამუშაო გამოცდილება ან ნებისმიერი გამოცდილება მევენახეობა/მეღვინეობაში.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

I ეტაპი - კანდიდატებს (სკოლის/უნივერსიტეტის მაღალი  GPA-ით, ინგლისური ენის ცოდნა სასურველია IELTS/TOEFL სერთიფიკატის ქონა) ჩაუტარდებათ ინტერვიუ (2017 წლის 13 ოქტომბრამდე)

II ეტაპი - მაქსიმუმ 15 წუთიანი პრეზენტაცია (Power Point) ინგლისურ ენაზე ( 26 ოქტომბერი) ერთ-ერთ თემაზე:

‘’Current situation, trends and prospects of Winemaking in Georgia”

‘’New Technology in Wine Producing”

“The Development of the Regional International Cooperation Mechanisms in wine cultural Sector in Georgia”

III ეტაპი - ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს, 2017 წლის 26 ოქტომბერს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:

გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგ ლინკზე: https://goo.gl/forms/i041z6LFcOYtPHnh1

სკოლის/უნივერსიტეტის ნიშნები; IELTS/TOEFL /СV გამოგზავნეთ info@ell.ge-ზე.

მიუთითეთ სახელი, გვარი, ტელეფონი.

რეგისტრაციის გავლის და საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა  2017 წლის  13 ოქტომბერი.

ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ:

უნივერსიტეტი დაარსდა 1868 წელს და ამჟამად არის წამყვანი კვლევითი სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქალაქ კორვალისში, ორეგონის შტატში. ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამერიკის ორი უნივერსიტეტიდან ერთ-ერთია, რომელსაც გააჩნია-  Land, Sea, Space and Sun grand designations.

უნივერსიტეტის რეიტინგები:

#  One of only 40 public universities in the country classified as a Tier 1 Research Institute

(Carnegie Classification of Institutions of Higher Education 2016)

# 13 for Agriculture in the World (QS World University Rankings by Subject 2017)

# The Department of Food Science and Technology at OSU is one of the nation’s oldest established programs.

# 41 Top Research University in the US (Best College Review 2015)

# Top 200 Best Universities in the World (Academic Ranking of World Universities 2015)

#5 Best College Town (College Value Online 2015)

# One of the largest engineering programs in US – over 18 degrees

# Physics degree program: 100% of graduates offered jobs at Intel (Spring 2015)

# Ranked 38 out of the top 50 Green Schools in the US (The Princeton Review Guide 2015)

მევენახეობა/ მეღვინეობა ორეგონში:

ორეგონის შტატმა ამერიკაში დაიმკვიდრა საერთაშორისო რეპუტაცია ღვინის წარმოებაში და კალიფორნიის, ვაშინგტონის და ნიუ იორკის შემდეგ მეოთხეა რეიტინგით. ორეგონში სხვადასხვა რაიონებია, რომელიც საუკეთესოა ყურძნის გაშენებისთვის.

ღვინის ქარხნების და ვენახების გაფართოება ბოლო წლებში ადასტურებს ორეგონის რეპუტაციას  ხარისხიანი ყურძნის მოყვანაში და ღვინის წარმოებაში.

ორეგონის შტატში 400-ზე მეტი ღვინის წარმოებაა განთავსებული; ყურძნის მოსავალმა 2015 წელს შეადგინა 84,949 ტონას, რაც 7%-ით მეტია გასული წლების მოსავალზე.

შენიშვნა:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ არის აუცილებელი გქონდეთ IELTS/TOEFL სერთიფიკატი, თუმცა კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში IELTS/TOEFL გამოცდის ჩაბარება და საჭირო ქულის აღება სავალდებულო იქნება

ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს OPT  (Optional Practical Training) და  CPT (curricular practical training) ტრეინინგებს ყველა განხრით, განსაკუთრებით მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის და მათემატიკის მიმართულებით. აღნიშნული დასაქმების შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ამერიკულ კომპანიებში 1-3 წლით, შემდეგ სტუდენტი ავსებს H1B სავიზო აპლიკაციას, იღებს б წლიან ვიზას (dual intent visa) და შემდგომ იღებს მწვანე ბარათს (Green Card).

დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

საგანმანათლებლო სააგენტო „ი ელ ელ ი“ 

მისამართი: ვაჟა ფშაველას 30ა, მესამე სართული, ოფისი12,

თბილისი 0177, საქართველო

ტელ/ფაქსი: 2 399246; 2 391063; მობ: 599 504012 ; 599 248851;

ელ.ფოსტა: info@ell.ge;

ვებგვერდი: www.ell.ge;

https://www.facebook.com/ELLstudyabroad;

https://twitter.com/ELLstudyabroad;

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი