"ლეტერატო" - აკადემია, სადაც მოზარდები აზროვნებას სწავლობენ

"ლეტერატო" - აკადემია, სადაც მოზარდები აზროვნებას სწავლობენ

ახალგაზრდა თაობის განათლებაში საკუთარი წვლილი შეაქვს აზროვნების აკადემია - "ლეტერატოს", რომელმაც ფუნქციონირება საქართველოში ცოტა ხნის წინ დაიწყო. აკადემიის შესახებ, მისი დამფუძნებელი თამარ რაზმაძე საუბრობს.

- რატომ გადაწყვიტეთ აზროვნების აკადემიის დაფუძნება?

- თუ სხვადასხვა კვლევის შედეგებს დავუჯერებთ, საქართველოში განათლების დონე სამწუხაროდ დაბალია. ხშირ შემთხვევაში, მშობლები დატვირთული გრაფიკის გამო, ვერ ახერხებენ ბავშვებთან დიდი დროის გატარებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სულ უფრო ნაკლები ოჯახი ცხოვრობს მესამე თაობის წარმომადგენლებთან - ბებია-ბაბუასთან ერთად, რომლებიც წესით, ახალი თაობის აზღრდაში დიდ როლს თამაშობენ. ამ და სხვა შედეგებზე დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინეთ რომ ქვეყანაში არ არის ის ზოგადი განათლების დონე, როგორიც უნდა იყოს, ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეარსებინა "ლეტერატო", რომელიც მოზარდებს მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს განუვითარებს.

"ლეტერატო" - იტალიურად განათლებულ, მწიგნობარ ადამიანს ნიშნავს, გადავწყვიტეთ ჩვენი სასწავლებლისთვის ეს სახელი შეგვერჩია, რადგან ის კარგად ასახავს ჩვენს საქმიანობას.

- რა ასაკის აღსაზრდელებს იღებთ აკადემიაში და როგორია სწავლების მეთოდი?

- აზროვნების აკადემია განკუთვნილია 10 წლიდან 17 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის. ჩვენს აკადემიაში ორი მიმართულებით ვმუშაობთ, ეს არის ზოგადი განათლება და საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

ზოგადი განათლების მიმართულებით გვაქვს მრავალფეროვანი კურსი, სადაც მოზარდს ხელოვნების ისტორიას ვაცნობთ და უფრო წიგნიერს ვხდით. რაც შეხება უნარების ჩამოყალიბების საკითხს, აქ ჩვენ გვაქვს კრიტიკული აზროვნების კურსი, რომელიც მოიცავს კრიტიკულ აზროვნებას, დებატებს, ლოგიკას, ეს ყველაფერი წარმართულია სახალისო ფორმატში. გვაქვს სხვადასხვა სიტუაციისა და შემთხვევის ანალიზი, თავსატეხები, გამოცანები, და კიდევ მრავალი ინტელექტუალური შეჯიბრი.

აუცილებელია მოზარდებმა ისწავლონ ინტერნეტის სწორად გამოყენება, ინფორმაციასთან მუშაობა, როგორ შეიძლება სწორი და სანდო ინფორმაციის მოპოვება და რაც მთავარია, მოპოვებული ინფორმაციის მიმართ მათ კითხვები უნდა გაუჩნდეთ.

სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის, სწორად აზროვნებისთვის აუცილებელია ბავშვს შეეძლოს სხვადასხვა საკითხს კრიტიკულად მიუდგეს.

ჩვენი შესაძლებლობებით ვეცადეთ ბავშებისთვის სასიამოვნო გარემო შეგვექმნა, რათა მათ მყუდრო გარემოში მიიღონ განათლება.

უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ თიბისი ბანკთან და ჩავერთეთ სტარტაპერის პროგრამაშიც. ისინი აკეთებენ ძალიან კარგ საქმეს, კომპანიებს მხარს უჭერენ არა მხოლოდ ფინანსურ საკითხებში, ატარებენ უამრავ ტრენინგს, სადაც საშუალება გვაქვს მოვისმინოთ საინტერესო ინფორმაცია და უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი საქმიანობა.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: Advan/ედვენი

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი