სტარტაპი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას განსაკუთრებულს ხდის - Falcon Group

სტარტაპი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას განსაკუთრებულს ხდის - Falcon Group

საქართველოში ტურიზმის სფერო ყოველწლიურად ვითარდება, რაც ქართველებს შესაძლებლობას აძლევს, ამ მიმართულებით კომპანიები დააარსონ და საქართველოში უფრო მეტი ტურისტი მოიზიდონ. ასეთი ახლადდაარსებული სტარტაპია - Falcon Group-ი, გამორჩეული დიზაინით შექმნილი მყუდრო და თანამედროვე აპარტამენტების ქსელი, რომელიც ქართველ და უცხოელ ტურისტებს მაღალი დონის მომსახურებას სთავაზობს.

თანამედროვე აპარტამენტების გარდა, Falcon Group ტურისტებს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი მანქანა ან სკუტერი იქირაონ და დასვენების დღეები უფრო სასიამოვნოდ გაატარონ. საკუთარი კომპანიის შესახებ Falcon Group-ის ხელმძღვანელი თამარ ცირეკიძე საუბრობს.

"იდეა დაახლოებით 1 წლის წინ გაგვიჩნდა. თავდაპირველად, მხოლოდ 1 ბინა გვქონდა. დროთა განმავლობაში კი გავფართოვდით და ამჟამად ჩვენს ქსელში უკვე ათეულობით აპარტამენტია გაერთიანებული. ყველა აპარტამენტი თბილისის ცენტრალურ უბნებშია განთავსებული. ჩვენი მომსახურეობით საკმაოდ მალე დაინტერესდნენ როგორც საქართველოში ჩამოსული უცხოელი, ისე ადგილობრივი ტურისტები. მოთხოვნა მაღალია განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, თუმცა ვიზიტორთა რიცხვს არც სხვა სეზონზე ვუჩივით.

Falcon Apartments მაქსიმალურად ზრუნავს სტუმრების კომფორტზე. ჩვენს აპარტამენტებში მოსულ ტურისტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას ვთავაზობთ, სადაც მათ ვახვედრებთ სპეციალურად მათთვის შეკერილ თეთრეულს და სხვა უამრავ მნიშვნელოვან ნივთს, რომელიც აუცილებელია სასიამოვნო დასვენებისთვის", - ამბობს თამარი.

Falcon Group-ს მომსახურება აპარტამენტებით სარგებლობის გარდა, მანქანის დაჯავშნასა და საქართველოს მასშტაბით ტურისტების ტრანსპორტირებასაც გულისხმობს. Carbooking.ge-ზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი ავტომობილი, რომელიც ტექნიკურად გამართული და შემოწმებულია.

კომპანია ტურისტებს კიდევ ერთ სერვისს ვთავაზობთ. სურვილის შემთხვევაში, ტურისტებს კომპანიის წარმომადგენლები აეროპორტში ხვდებიან და ამით მათ საქართელოში მოგზაურობსას სრულ კომფორტს უქმნიან. მანქანით მომსახურებასთან ერთად, Falcon Group ტურისტებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის დასათვალიერებლად საინტერესო ტურებს სთავაზობს.

"ამჟამად, თიბისი ბანკის პროგრამა "სტარტაპერში" ვმონაწილეობთ, რაც ჩვენი ბიზნესის განვითარებაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარა", - ამბობს თამარ ცირეკიძე.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი