სად გამართავს ნინო ქათამაძე და INSIGHT საახალწლო კონცერტს

სად გამართავს ნინო ქათამაძე და INSIGHT საახალწლო კონცერტს

უკვე დროა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ სად გავატარებთ ახალი წლის ღამეს. ყველა ცდილობს განსაკუთრებულად შეხვდეს ახალ წელს და დროის გასატარებლად საუკეთესო ადგილს ეძებს. საზოგადოების მოთხოვნა გამორჩეულ სადღესასწაულო წვეულებებზე დასასწრებად საკმაოდ მაღალია. არც ორგანიზატორები აყოვნებენ და ცდილობენ, მოთხოვნას სათანადოდ უპასუხონ.

ამ დროისთვის უკვე დაგეგმილ საღამოებს შორის განსაკუთრებულია ნინო ქათამაძისა და ჯგუფ INSIGHT-ის კონცერტი, რომელსაც სასტუმრო "ბილტმორ თბილისი" ახალი წლის ღამეს წარმოგიდგენთ. ნინო ქათამაძეს ქართველ შემსრულებლებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და მისი საღამოები ყოველთვის ხალხმრავლობით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, საქართველოში ყველაზე გამორჩეულმა სასტუმრომ საახალწლოდ მისი მოწვევა გადაწყვიტა.

კონცერტი 31 დეკემბერს სასტუმროს დიდ დარბაზში გაიმართება. სასტუმრო "ბილტმორ თბილისი" სტუმრებისთვის განსაკუთრებულ ქართულ სუფრასა და ღვინოსაც უზრუნველყოფს.

საახალწლო ღონისძიების სპონსორები არიან: კაზინო JEWEL, Dugladze Wines & Spirits და Julius Meinl.

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი