სტარტაპი, რომელიც ახალგაზრდა წყვილმა, საკუთარი სახლის აივნის გამწვანებით დაიწყო - "ანემონეს" ექსკლუზიური მცენარეები

სტარტაპი, რომელიც ახალგაზრდა წყვილმა, საკუთარი სახლის აივნის გამწვანებით დაიწყო - "ანემონეს" ექსკლუზიური მცენარეები

როცა ახალგაზრდა წყვილმა საკუთარი აივნის გამწვანებაზე ზრუნვა დაიწყო, მიხვდა, რომ საქართველოში არ არსებობდა ერთი კონკრეტული ადგილი, სადაც ყველაფერს შეიძენდნენ. სწორედ ამიტომ გაუჩნდათ იდეა, შეექმნათ სივრცე სახლთან ახლოს, სადაც იქნებოდა ყველაფერი, რაც გარემოს მცენარეებით გალამაზებისთვის არის საჭირო.

ასე შექმნეს სოციოლოგმა ანი არველაძემ და ექიმმა-რადიოლოგმა გიორგი უბირიამ სტარტაპი "ანემონე", რომლის მართვა თავად სიამოვნებას ანიჭებთ, მომხმარებლებს კი გარემოსა და შესაბამისად, ცხოვრების გალამაზებაში ეხმარებიან.

"გვიყვარს მოგზაურობა და ახალი თავგადასავლები. 4 წლის განმავლობაში ვნახეთ არაერთი ქვეყანა, სადაც გამწვანებული აივნები ჩვენს ყურადღებას იქცევდა. დიდ სიამოვნებას გვანიჭებს საქართველოში მოგზაურობა და გვსურს, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქშიც ვიხილოთ ბევრი გალამაზებული აივანი და სასიამოვნოდ მოწყობილი სამუშაო გარემო.

გვინდა, რომ მცენარეების მნიშვნელობა ყველამ გავიაზროთ, ისინი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გავხადოთ და მათთან ურთიერთობით ესთეტიური სიამოვნება მივიღოთ," - განმარტავს სტარტაპერი ანი არველაძე.

ანის და გიორგის მცენარეების ძირითადი ნაწილი ევროპიდან ჩამოაქვთ, ნაწილი კი ადგილობრივი სათბურებიდან მოაქვთ. როგორც სტარტაპერები განმარტავენ, ოთახის მცენარეების მოვლა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. მორწყვა, სწორი ადგილის შერჩევა, პერიოდულად ფოთლების გაწმენდა და სწორ დროს გადარგვა - მცენარის მოვლისთვის სრულიად საკმარისია.

"ანემონე" ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, საცხოვრებელ კომპლექსში - "შენი სახლი ჯიქიაზე" მდებარეობს, სადაც ბევრი ახალი მოსახლეა.

"გვახარებს ის ფაქტი, რომ ახალი სახლისთვის მცენარის შეძენის სურვილი დიდია, ხშირად ჩვენი მომხმარებელი ბავშვია, რომელსაც სურს თავად გაზარდოს და მოუაროს მცენარეს, რაც ჩვენთვის დიდი სტიმული და პასუხისმგებლობაა. ჩვენთან მცენარე ყველასთვის ხელმისაწვდომია და მისი ფასი 5 ლარიდან იწყება," - აღნიშნავს ანი არველაძე.

ანიმ და გიორგიმ სტარტაპი ერთმანეთის მხარდაჭერითა და თანადგომით შექმნეს. საქმიანობისას დიდი სირთულეები არ შეხვედრიათ, რადგან როგორც თვითონ ამბობენ, სტიმულსა და მხარდაჭერას იმ ადამიანებისგან გრძნობენ, ვისაც მათი წარმატების სჯერა.

"როცა რაიმეს სიყვარულით ქმნი, ყველა სირთულეს გადალახავ. ჩვენი სტარტაპის განვითარებაში ძალიან დაგვეხმარა "თიბისი სტარტაპერში" მონაწილეობაც. კარგად გავიაზრეთ, თუ რა დიდი შესაძლებლობები აქვთ სტარტაპერებს. სამომავლო მიზნების დასახვაში კი ძალიან დაგვეხმარა "სტარტაპ ტრენინგებში მონაწილეობაც," - ამბობს ანი.

ანის და გიორგი საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე მუდმივად ზრუნავენ და სამომავლოდ არაერთი იდეის განხორციელებას გეგმავენ. რადგან მცენარეებზე ზრუნვა მოგზაურობის მოყვარულებისთვის საკმაოდ რთულია, სტარტაპერებს სურთ, მომხმარებლებს მცენარეების "დატოვების სერვისი" შესთავაზონ - მცენარეებზე "ანემონეს" გუნდი იზრუნებს, მომხმარებელი კი დასვენებას მშვიდად შეძლებს.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი