სიმინდის ზეთი ჭარბი წონის და სიბერის კარგი მოწინააღმდეგეც არის

სიმინდის ზეთი ჭარბი წონის და სიბერის კარგი მოწინააღმდეგეც არის

დიეტოლოგები ამბობენ, რომ სიმინდის ზეთის მიღება რეკომენდირებულია დიეტის დროს, რადგან დადებითი ეფექტი აქვს ნაწლავების მოქმედებაზე. ნივთიერებათა ცვლას შეუძლია კაპილარების გამაგრება და მათი რაოდენობის შემცირება.

ექიმები და დიეტოლოგები გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს პროფილაქტიკის მიზნით, გვირჩევენ სიმინდის ზეთის მიღებას, ასევე, გარემოში არსებული მავნე ნივთიერებებისგან დასაცავად, განწყობის ასამაღლებლად, ძილის და საერთოდ მდგომარეობის გასაუმჯობესებლადაც კი. ამ ზეთს შეუძლია ახალგაზრდობის გახანგრძლივება, ალერგიული რეაქციების შემცირება და კანის აქერცვლის თავიდან აცილება. იგი ეხმარება ორგანიზმს ნერვული დაავადებების და შაკიკის დროს, ეფექტურია თუ ქალს ან მამაკაცს პრობლემები აქვთ სექსუალურ სფეროში. ეს ზეთი სასარგებლოა პატარა ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და ბუნებრივ კვებაზე მყოფი პატარების დედებისთვისაც, რადგან ის შეიცავს ფოსფატიდს - ნივთიერებას, რომელიც, უჯრედის მემბრანის ნაწილია და ასევე არეგულირებს ტვინის ფუნქციონირებას.

ხალხური მედიცინა, სიმინდის ზეთით მკურნალობს დამწვრობებს, ალერგიულ და საერთოდ ყველანაირ გამონაყარს, რომელიც შეიძლება იყოს სახეზე, კანზე, ტუჩებზე ან სხეულზე.

სიმინდის ზეთი სილამაზეზეც ზრუნავს...

ხალხურ მედიცინაში პოპულარულ და ეფექტურ საშუალებად ითვლება სიმინდის ზეთი თმის სამკურნალოდ. ხალხური მედიცინის მუშაკების რჩევა ასეთია: გამთბარი სიმინდის ზეთი შეიზილეთ თმის ძირებში, თბილ წყალში დაასველეთ პირსახოცი, გაწურეთ და შემოიხვიეთ თავზე. გაიმეორეთ ეს პროცედურა რამდენიმეჯერ. შემდეგ დაიბანეთ თმა ჩვეულებრივი საპნით. ამავდროულად რეკომენდებულია საკვებთან ერთად, 1-2 თვის განმავლობაში ზეთის მიღება.

შეიძლება ითქვას, რომ სიმინდის ზეთი მცენარეული წარმოშობის პროდუქტთა შორის არის ყველაზე ღირებული. მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთთან შედარებით, ის შეიცავს ორჯერ უფრო მეტ სილამაზისა და ახალგაზრდობის ვიტამინს.

სიმინდის ზეთის გამოყენებისთვის უკუჩვენება თითქმის არ არსებობს. არ შეიძლება ვადაგასული ზეთის გამოყენება, ვინაიდან დროთა განმავლობაში მასში წარმოიქმნება ისეთი ნივთიერება, რომელიც ჩვენს ორგანიზმში არღვევს ნივთიერებათა ცვლას.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი