"უნიქარდის" და მისი პარტნიორების გათამაშება "მოგების სამმაგი შანსი და 10 000 გამარჯვებული" დაიწყო!

"უნიქარდის" და მისი პარტნიორების გათამაშება "მოგების სამმაგი შანსი და 10 000 გამარჯვებული" დაიწყო!

უპრეცედენტო გათამაშება ყველა მომხმარებელს საშუალებას აძლევს გახდეს "პორშე კაიენის", 3 ბიზნეს-კლასის "ფორდ მონდეოს", გარემონტებული ბინის-"აქსის პალასი საირმეზე" ან 10 000 სხვა მომენტალური პრიზის, მათ შორის ბარსელონის ტურის მფლობელი.

პირველი -მომენტალური პრიზების მოგების შანსი. 10 000-ზე მეტი პრიზი "უნიქარდმა" და მისმა პარტნიორებმა "სოკარმა", "ჯიპისიმ", "სითი ფარმამ", "ჯინს გალერი" ჯგუფის მაღაზიებმა, "ვულე ვუმ", "არაი თუმოროუმ", "მეტრომარტმა", "ოქეიმ", სუპერმარკეტების ქსელმა "სმარტმა", ვისოლმა დააწესეს. საჩუქრების ჩამონათვალი საინტერესო და მრავალფეროვანია: სასაჩუქრე ვაუჩერები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მათ შორის უნიტური ბარსელონაში. ზემოთ აღნიშნულ პარტნიორებში მომხმარებელი სხვადასხვა შენაძენზე მიიღებს გათამაშების გადასაფხეკ ბილეთს, რომლითაც საშუალება აქვს მიიღოს მომენტალური პრიზი.

მეორე-ავტომობილის მოგების შანსი. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოიგებს მომენტალურ პრიზს, იმავე ბილეთით მას ეძლევა შანსი 30 იანვარს, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში მოიგოს "პორშე კაიენი" ან სამი "ფორდ მონდეოდან" ერთ-ერთი (ზემოთ აღნიშნულ ბილეთს მოათავსებს სპეციალურ ყუთში, რომელიც განთავსებული იქნება პარტნიორ კომპანიებში).

მესამე-ბინის მოგების შანსი-ელექტრონული ბილეთი, რომელიც მომხმარებელს ნებისმიერ პარტნიორთან ყოველ დაგროვილ 10 ქულაზე გადაეცემა, საშუალებას აძლევს გახდეს გარემონტებული ბინის მფლობელი დასრულებულ სახლში, საირმეზე "აქსის პალასში".  გათამაშება დასრულდება 2014 წლის 20 იანვარს, 30 იანვარს კი რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გათამაშდება "პორშე კაიენი", 3 "ფორდ მონდეო" და "აქსის პალასის" ბინა საირმეზე.

"სოკარის" კორპორატიული ბიზნეს კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ზუბიტაშვილი: „მოხარული ვარ, ვინაიდან ბოლო პერიოდში მომრავლებული სხვადასხვა გათამაშებების ფონზე აშკარად გამოიყოფა "სოკარის", "უნიქარდის", "ვისოლისა" და პარტნიორების ერთობლივი გათამაშება პრიზების რაოდენობით, მასშტაბურობითა და მოგების მაღალი ალბათობით თითეული მომხმარებლისათვის.

ვერ ვიხსენებ სხვა რომელიმე გათამაშებას სადაც ერთდროულად თამაშდებოდეს ბინა, პრესტიჟულ, ახალაშენებულ კორპუსში; პრემიუმ-კლასის ავტომობილები; ტური ბარსელონაში ათი ათას სხვა პრიზთან ერთად. "უნიქარდისა" და პარტნიორების ეს გათამაშება მართლაც უპრეცედენტოა. გულწრფელად ვუსურვებ "სოკარისა" და გათამაშებაში ჩართული სხვა პარტნიორების მომხმარებლებს განსაკუთრებულ აქტივობას გათამაშების პერიოდში და რაც მთავარია, უამრავ მოგებას! ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება!".

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი