როგორ დავადგინოთ მიკროელემენტების ბალანსი ჩვენს ორგანიზმში და რა კავშირშია ეს ჭარბ წონასთან?

როგორ დავადგინოთ მიკროელემენტების ბალანსი ჩვენს ორგანიზმში და რა კავშირშია ეს ჭარბ წონასთან?

დღეს მედიკოსები ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სწორი კვება არამარტო მათთვის, ვისაც ჭარბი წონა აქვს, არამედ თითოეული ადამიანისათვის, რათა თავიდან აიცილონ მთელი რიგი დაავადებები, როგორიცაა: ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ძვალ-სახსრის პათოლოგია და უამრავი სხვა.

მიკროელემენტების ბალანსი აუცულებელი წინაპირობაა ორგანიზმის სრულყოფილი

ფუნქციონირებისათვის. დღესდღეობით არ არსებობს საქართველოში ადამიანი, დიდი თუ პატარა, მოზარდი თუ ზრდასრული, ვისაც ნორმაში აქვს მიკრო და მაკროელემეტების შემცველობა სისიხლში. შედეგად ამას მივყავართ სხვადასხვა დაავადებების პათოლოგიამდე, როგორიცაა: ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, კანის დაავადებები (ფსორიაზი, ვიტილიგო, სებორეა, აკნე, ნეიროდერმატიტი), ალერგიები, რკინადეფიციტური ანემია, ოსტეოპოროზი, თმის ცვენა, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, უშვილობა, ნაადრევი აბორტი, ასევე მაღალია კიბოს განვითარების რისკიც კი,-ამბობს ექიმი დიეტოლოგი თეა სურმავა-მიზილინი.

რა ანალიზი უნდა ჩავიტაროთ ამისათვის?

იმისათვის რომ გამოვიკვლიოთ მიკროელემენტების ბალანსი ორგანიზმში, საქართველოში ამ მიმართულებით კეთდება თმის სპექტრალური ანალიზი, (ეს არის ძალიან ღრმა კვლევა )საიდანაც ასევე დგინდება მძიმე ტოქსიკური ელემენტების არსებობა სისხლში, როგორიცაა: ტყვია, დარიშხანი, ვერცხლისწყალი და ა.შ. (რაც სხა ანალიზით არ იკვლევა).

ამასთან ვისაც აქვს ჭარბი წონა, ენიშნება მისთვის ინდივიდუალურად შედგენილი სწორი კვების რაციონი, ხდება მიკროელემენტების შევსება ორგანიზმში, სწორი კვების შედეგად პაციენტი იკლებს წონაში და ჯანსაღდება ორგანიზმი.რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხდება დაკლებული კილოგრამების შენარჩუნება-ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგების ხარჯზე.

ანალიზის ჩატარება შესაძლებელია 2 წლიდან ასაკის ბავშვებში, რომლებსაც აქვთ დაბალი იმუნიტეტი, ხშირი გაციება, არამოტივირებული თავის ტკივილები, გონებრივი და ფიზიკური ჩამორჩენილობა, ყაბზობა, აუტიზმი და სხვა.

მნიშვნელოვანია ანალიზის ჩატარება ორსულებისათვის, ვინაიდან დედის ორგანიზმში მიკროელემენტების დისბალანსი, საფრთხეს უქმნის ნაყოფის ჯანმრთელობას და განვითარებას.

ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ:

597-99-40-40; 593 99 40 40

მისამართი:ვაკე, აბულაძის 34, დიაგნოსტიკური ცენტრი "ჰერა"

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი