უმუშევარმა კაცმა გერმანია-ბრაზილიის მატჩში დადებული ფსონით 2 500 გირვანქა სტერლინგი მოიგო

უმუშევარმა კაცმა გერმანია-ბრაზილიის მატჩში დადებული ფსონით 2 500 გირვანქა სტერლინგი მოიგო

გერმანიამ მუნდიალის მასპინძელს და უმთავრეს ფავორიტს 7 გოლი გაუტანა - ეს მასპინძელი ქვეყნისთვის და გულშემატკივრისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო.

მატჩი გერმანიის სასარგებლოდ 7-1 დამთავრდა. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე გასაოცარი მატჩის შემდეგ იმედგაცრუებული დარჩა ბრაზილიის ყველა გულშემატკივარი, განსაკუთრებით კი თავად ბრაზილიელები, რომლებმაც სასტიკი დამარცხება საკუთარ ქვეყანაში იხილეს. Ambebi.ge-მ მკითხველს გუშინ სტატია და ფოტოგალერეა - "თავის მოკვლა მინდა!" - როგორ განიცდიან ბრაზილიელი გულშემატკივრები დამარცხებას შესთავაზა, სადაც კარგად ჩანს იმედგაცრუებული ფანების მდგომარეობა.

თუმცა, ბრაზილიის დამარცხებას თან მხოლოდ იმედგაცრუების ცრემლი არ ახლდა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც სიხარულისგან ტიროდნენ. გერმანიის გულშემატკივრებს შორის, რომლებიც გამარჯვებას მთელი ღამე აღნიშნავდნენ, 28 წლის ჯონ მური იყო, რომელმაც ფსონის საშუალებით 2 500 გირვანქა სტერლინგი მოიგო. ამასთან, ჯონი უმუშევარია, ახლა კი ამ თანხით საკუთარი ბიზნესის დაწყებას აპირებს. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ მან წინასწარ ივარაუდა, რომ გერმანია 7-1 მოიგებდა. ჯონი ლონდონში ცხოვრობს.

"ეს ნამდვილი სიგიჟეა, არ ვიცი რა დავარქვა, წინათგრძნობა, თუ ნიშანი. იმ დღეს ყველგან 17-ს ვხედავდი. საათს დავხედე და 17:17 იყო. სახლში დავბრუნდი და კარში წერილი დამხვდა, რომელზეც 17 ეწერა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მატჩი 7-1 იქნებოდა. ამის შემდეგ ვთვლი, რომ ნამდვილად იღბლიანი ვარ", - ამბობს ის.

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს