რონალდუს ყოფილ საყვარელს ქირურგიის შემდეგ კუნთები დაულპა

რონალდუს ყოფილ საყვარელს ქირურგიის შემდეგ კუნთები დაულპა

მოდელი, რომელიც ბრაზილიაში "მის დუნდულების" კონკურსის მეორე ადგილზე გავიდა, პლასტიკური ქირურგიის საშინელ შედეგებს უმკლავდება. ის ცნობილია იმითაც, რომ კრიშტიანუ რონალდუს ხვდებოდა [მეტი].

27 წლის ანდრესა ურაჩიმ ერთი თვე გაატარა საავადმყოფოში იმის შიშით, რომ ფეხის ამპუტაცია მოუწევდა მას შემდეგ, რაც პლასტიკური ოპერაციის შედეგად მისმა კუნთებმა ლპობა დაიწყო.

ურაჩის, რომელიც აცხადებდა, რომ კრისტიანო რონალდოს საყვარელი იყო, ჯამში ცხრა პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, მათ შორის ცხვირის, მკერდის, ყბის, ლიპოსაქცია და ვაგინის ბაგეების დათხელება.

2012 წელს კონკურსისთვის ”მის დუნდულები”, რომელიც ბრაზილიაში ყველაზე ლამაზი უკანალის მქონე ქალების გამოვლენას ემსახურება, ურაჩმა ჰიდროგელის და პიემემეის ინექციები გაიკეთა, რათა საჯდომი და ბარძაყები მკვრივი და აწეული გამოსჩენოდა. მისმა სხეულმა ჰიდროგელი ვერ მიიღო და კუნთებმა ლპობა დაიწყეს, რამაც სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა ქალის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამჟამად ექიმები თვლიან, რომ ის გამოჯანმრთელების გზაზეა და ნელ-ნელა მორფინის ამოღებასაც აპირებენ ყოველდღიური თერაპიიდან.

მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს