ქალი ქმარს დიდი სასქესო ორგანოს გამო გაშორდა

ქალი ქმარს დიდი სასქესო ორგანოს გამო გაშორდა

ყველაფერი დიდი კარგი არაა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი დასკვნა გამოიტანა ქალმა, რომელმაც თავისი ქმრის პენისი დაინახა. ნიგერიელი აიშა დანუპავა, რომელსაც სამი შვილი ჰყავდა წინა ქორწინებიდან, მეორე მეუღლეს ოფიციალურად გაშორდა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ პარტნიორის სასქესო ორგანოს ზომა ძალიან დიდი იყო და ტკივილს ანიჭებდა.

დანუპავამ სასამართლოში განაცხადა: ”როდესაც პირველად სექსი გვქონდა, კოშმარი იყო. იმის მაგივრად, რომ სიამოვნება მიმეღო, გაუსაძლის ტკივილს ვგრძნობდი. წამებას გავდა, ძალიან დიდი პენისი ჰქონდა”.

პირველი ღამის შემდეგ ქალმა დედას მიმართა რჩევისთვის, მან კი ტკივილგამაყუჩებლები მისცა. ”დედაჩემს მოვუყევი ამ პრობლემის შესახებ და ასე მითხრა, დროთა განმავლობაში შეეჩვევიო, შემდეგ მედიკამენტები მომცა, რომ ტკივილი შემმსუბუქებოდა,” - განაცხადა აიშამ.

ორი დღის შემდეგ წყვილმა კვლავ სცადა სექსი, მაგრამ გამოცდილება ზედმეტად აუტანელი იყო იმისთვის, რომ ქალს მოეთმინა. ”მაშინ მივხვდი, რომ ქორწინების გაგრძელება ფიზიკურად შეუძლებელი იყო”, - ყვება აიშა.

მომზადებულია huffingtonpost.co.uk-ს მიხედვით.

"ექიმს ეთიკა, ზრდილობა მოეთხოვება, ხომ?!...უცბად ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა..." - სალომე გოგიაშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე

"შვილმა მითხრა. აქ ბევრი დანგრეული შენობაა, ნიუ-იორკში - არაო..." - გელა ბაბლუანის ოჯახი და ცხოვრება პანდემიის დროს

ავტონაწილებით მოვაჭრე, მეთევზე და ჟურნალისტი - ვინ არიან მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები