12:22 / 03-02-2016
"სექსი საქართველოში" - რას წერს ქართველ ქალებსა და კაცებზე პოლონელი მოგზაური ბლოგში
პოლონელ-ქართველი მოგზაური კრისტოფ ნოდარ ჩიემნოლონსკი საკუთარ ბლოგზე საქართველოს შესახებ აქვეყნებს სტატიებს. კრისტოფი 31 წლისაა. როგორც საკუთარი თავის შესახებ ბლოგში ვკითხულობთ, მისი მამა ქართველია და ის ამჟამადაც აღმოსავლეთ საქართველოში, ლაგოდეხში ცხოვრობს. თავად კი პოლონეთიდან ხშირად სტუმრობს წინაპრების სამშობლოს. ერთ-ერთ ბლოგში მოგზაური ქართულ სექსუალურ ცხოვრებაზე წერს.

"შეყვარებულს დაშორებული ვიყავი, როდესაც საქართველოში დიდი ხნით გადავწყვიტე წასვლა. ჩემი მეგობრები დარწმუნებული იყვნენ, რომ არაერთ ლამაზ და მისტიკურ რომანს გავაჩაღებდი აღმოსავლელ ქალებთან. ზოგს კი რჩევები სურდა მიმეცა პოტენციური "სექს ტურისთვის" საქართველოში.

მე ვმუშაობდი, ვოცნებობდი და ვწერდი ქართულ საზოგადოებაზე, ისტორიაზე, კულტურაზე და ურთიერთობებზე. ვუყურებდი თბილისელ, ბათუმელ, ქუთაისელ ქალებს. ვაკვირდებოდი და ვწერდი მათი ურთიერთობების, სამსახურის, გამოწვევების შესახებ. ასე წარმოიშვა "სიყვარული საქართველოში". სექსი საქართველოში - მითი? ტაბუ? საერთოდ არსებობს ის?

როგორც ჩანს, სექსუალურ რევოლუციას საქართველომდე არ ჩაუღწევია. მისი უკანასკნელი გაჩერება ტრანსკავკასიაში მოხდა - გარე სამყაროში, შესაძლოა თბილისში. საქართველოში არ არსებობს სექსუალური თავისუფლება, როგორც "ძველ" ევროპაში. ქართველ ქალებს მორიდებული ტანსაცმელი აცვიათ და ოჯახების უმეტესობაში ფიქრობენ, რომ ქალები ბავშვის გასაჩენად უნდა "გამოიყენონ". როდესაც დედის როლს მოირგებენ, აღარ არსებობს სექსუალური ურთიერთობების გაგრძელების აუცილებლობა. ასეა ქალებისთვის. მამაკაცებთან სხვანაირადაა საქმე. მათ ოჯახსგარეთ სხვა "თავგადასავლები" აქვთ.

რთულია იყო ქალი საქართველოში. რთულია ასეთ კონსერვატიულ და შოვინისტურ საზოგადოებაში ცხოვრება. საკმარისია წახვიდე ნებისმიერ ქართულ ქალაქში, სოფელში თუ ეკლესიაში. უმეტესწილად იქ ახალგაზრდა ქალებს ნახავთ, კონსერვატიულად და "უსაფრთხოდ" გამოწყობილებს. ყოველგვარი სექსუალურობისგან განძარცვულებს. მამაკაცები განსხვავებულად გამოიყურებიან. უმეტესობა მაჩოს ტიპისანი არიან, ოქროს ყელსაბამებით და სამაჯურებით. ზოგჯერ სასაცილოა იმის ნახვა, როგორ დასდევს ნამდვილი კავკასიელი მებრძოლი ევროპელ ტურისტ ქალებს და მათზე "ასხივებს" თავის მითიურ, ქართულ შარმს...

ინტერნეტი სავსეა ისტორიებით, სადაც ევროპელ ქალებს ქართველი მამაკაცები ყველგან შებმას უპირებენ. ქალები ყვებიან ისტორიებს ტაქსის მძღოლების შესახებ, რომლებიც დაჟინებით თხოვდნენ შეხვედრას ან ტრაბახით უყვებოდნენ რუს და უკრაინელ გოგონებთან რომანების შესახებ. საქართველოში არსებობს მითი, რომ ყველა სლავი გოგონა დაუკმაყოფილებელი "სექსმანქანაა". ეს მამაკაცების ახალმა თაობამაც კარგად იცის. ხშირად ბიჭები მეძავებთან მამებს მიჰყავთ თინეიჯერობის ასაკში. სექსის ყიდვა საქართველოში მარტივია. უნდა წახვიდეთ საბურთალოზე ან მთავარი ქუჩის სიახლოვეს ან კითხოთ ტაქსის მძღოლს უახლოესი ტაილანდური მასაჟის ადგილმდებარეობა, სადაც სექსუალურ სერვისებსაც შემოგთავაზებენ.

კაცებისგან განსხვავებით ქართველ ქალებს ძირითადად არ ეძლევათ აკრძალული ხილის გასინჯვის საშუალება. ხშირად, მათთვის ქმარი პირველი და ერთადერთი სექსუალური პარტნიორია. ბევრი 13-14 წლის გოგო ფეხმძიმდება საქართველოს სოფლებში, რაც სერიოზული პრობლემაა. ახალშეუღლებულ ქართველ წყვილს პრეზერვატივი არ ადარდებს. არანაირი სექსუალური განათლება, არანაირი თავდაცვა.

ამიტომ ბევრ ქართველ ახალგაზრდა და ნიჭიერ გოგოს სურს კარგი განათლების მიღება და უცხოეთში სწავლა. ეს ერთადერთი გზაა ცოტა ხნით მაინც გაწყვიტონ მოჯადოებული წრე. თუმცა, ისინი იმდენად მიჯაჭვულნი არიან საკუთარ სამშობლოს, რომ ყოველთვის ბრუნდებიან უკან. შედეგად, ეს განათლებული გოგონები უკან უბრუნდებიან საკუთარ ტრადიციულ ოჯახებს, ირგებენ ტრადიციული ქალის როლს და ზრდიან კაცების ახალ თაობას, რომელიც მომავალში ქალზე დომინაციას გააგრძელებს. დაუსრულებელი ისტორიაა.

რთული სათქმელია,
You must have Flash Player installed in order to see this player.
როგორ უნდა მოაწონოთ წარმატებით ქართველ გოგოს თავი. ადგილობრივები უცხოელებს დროებით და ცვალებად ელემენტად აღიქვამენ. ისინი ბევრს არ ფიქრობენ ჩვენზე, თვლიან, რომ არაფერი განგვასხვავებს მათი კაცებისგან. სექსი საქართველოში - ესაა სწრაფი რომანი, ახალგაზრდა წყვილები და სწრაფი განქორწინება. ლამაზი ქართველი ქალები სხვა პლანეტიდან მოსული არსებებივით არიან. უმანკო, წმინდა, გაუფრთხილებელი. დღემდე არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი", - წერს კრისტოფ ნოდარ ჩიემნოლონსკი საკმაოდ ვრცელ ბლოგში.

მომზადებულია rebelaway.com-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ: ამერიკელი მწერალი - "ქართველ ქალებს არ მოსწონთ ქართველი კაცები...ვხვდები რატომაც"
21:10 / 21-08-2016
აუ ეს ახლა მაგარი გამწარებულია იმიტო რო სლავ ქალებზე ეგეთი წარმოდგენა რო აქვთ ქართველებს, საერთოდ ბიძია რომ იცოდეთ რაღაც სიმართლის მარცვალი არის ამ ყველაფერში ოღონდ სამწუხაროდ ხალხის უმეტესობას უკუღმა ესმის ეს იმიტო რო ესე იგებენ ამას რო ქალებიც უნდა აგულავდნენ, სინამდვილეში თუ ჭეშმარიტად მართლმადიდებლები ვართ კაცებიც არ უნდა დაგულაობდნენ და პატიოსნად ცოლი მოყავდეთ და აჩინონ შვილები ძველადაც სულ ეგრე იყო და დღესაც რო ეგრე ვიყოთ წყალივით ჭირდება საქართველოს რადგან გავმრვავლდებოდით კიდევაც და ნაკლები ცოდვაც იქნებოდა ჩვენს კისერზე, სულ მრავალშვილიანი ოჯახები იყო ძველად 10 დედმამიშვილი 11 და ასე შემდეგ, დღეს კიდე სამწუხაროდ როცა აღარ გვწყვიტავენ (იმდენად) და შეგვიძლია გამრავლება ასე უაზროდ ვიქცევით და გვაქვს კიდევაც ცუდად საქმე და სწორადაც გვსჯის ღმერთი
Levani
06:48 / 20-08-2016
შენნაირებისთვის კი უნდა გადაერბინათ ჯერ გერმანელებს და მერე რუსებს. საჯდომი ხო არ გიკანკალებს მაგათ ხსენებაზე
lado
მსგავსი სიახლეები
ალაზნის ველიდან ჯერ აღმა მიუყვები აბანოს უღელტეხილამდე...
თითოეული პოლიტიკოსი ცდილობს განსხვავებული დაპირება მისცეს მოსახლეობას
უკვე 2070 წელს ადამიანები არა მხოლოდ სექსით დაკავდებიან, არამედ შეუყვარდებათ კიდეც რობოტები
ამერიკულმა გამოცემა "ნიუ იორკერმა" გამოაქვეყნა ილუსტრაციები სახელწოდებით "დაქოწინებულთა კამა სუტრა"
"რუსეთი ამ ნაბიჯს არ აღიქვამს როგორც მეგობრულს"
მიწისძვირის მაგნიტუდამ 4.4 შეადგინა
საქართველოში ყოველ მესამე ოჯახს არ აქვს საკმარისი თანხა სურსათის საყიდლად
პროექტის პირველი განხილვა დაახლოებით თვენახევრის წინ, თეირანში გაიმართა
"საქართველომ შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის მისაღებად იყო საჭირო"
ფოტოგალერეა
როგორ გამოიყურება სახლი, რომელშიც ბარაკ ობამა პრეზიდენტობის შემდეგ იცხოვრებს
უკან, დედამიწაზე 340 დღის შემდეგ - შთამბეჭდავი ფოტოები კოსმოსიდან
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:46 / 25-08-2016  Image წელს სტუდენტი 27 782 აბიტურიენტი გახდა
რამდენი სტუდენტი მიიღებს სახელმწიფო გრანტს?
09:53 / 25-08-2016  Image იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 240-ს გადააჭარბა
დაშავებულია 368 ადამიანი
21:28 / 24-08-2016  Image "ფაშისტებს გადავურჩი, დისშვილს კი ვერა" - ემიგრანტის წერილი იტალიიდან
"იტალიური" კურიოზი და "ეშმაკისფეხა" ანჯელა...
10:22 / 25-08-2016  Image შეიძლება შიგნით წყალივით თხელი ან ცომივით სქელი მასა დაგხვდეთ - რომელი "სგუშონი" ჯობია
რჩევები წარმოების ლაბორატორიიდან
22:25 / 24-08-2016  Image მალული სპონსორი- 10 დღეში 1.000 დოლარი მოვაგროვე
სოფელში დავიბადე და გავიზარდე და ცოლადაც ერთ სოფლელ ბიჭს გავყევი.
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49