მელანია ტრამპი ისტორიაში ყველაზე სექსუალური პირველი ლედია - 5 საინტერესო ფაქტი აშშ-ის პრეზიდენტის მეუღლეზე

მელანია ტრამპი ისტორიაში ყველაზე სექსუალური პირველი ლედია - 5 საინტერესო ფაქტი აშშ-ის პრეზიდენტის მეუღლეზე

დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. მან აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით ფიცი უკვე დადო.

"მე, დონალდ ტრამპი, საზეიმოდ ვფიცავ, რომ ერთგულად ვუხელმძღვანელებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს, რათა მოვუარო, გავუფრთხილდე და დავიცვა აშშ-ის კონსტიტუცია. ღმერთი იყოს ჩემი მფარველი!", - განაცხადა მან ფიცის დადებისას.

ასევე, ფიცი აშშ-ის ახლად არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსიმ დადო.

გასული წლის 8 ნოემბერს დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში "დემოკრატების" კანდიდატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა.

მას შემდეგ რაც ტრამპმა პრეზიდენტობაზე გამოთქვა პრეტენზია მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა მისი მეუღლე მელანია.

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის შესახებ:

სკანდალური მილიარდერის მესამე ცოლი სლავური წარმოშობის, ცნობილი მოდელია. მელანია სოციალისტურ იუგოსლავიაში დაიბადა. სამოდელო მოღვაწეობა 16 წლის ასაკში დაიწყო. კარიერის დასაწყისში თამამ ფოტოსესიებს არ ერიდებოდა, მაგრამ გათხოვების შემდეგ, კამერის წინ გაშიშვლებაზე უარი თქვა. 2000 წელს კი ერთ-ერთი ჟურნალის, "მის ბიკინის" ტიტული მიიღო.

გაგრძელება + ფოტოები

წაიკითხეთ: ტრამპის მეუღლის შიშველი ფოტოები გავრცელდა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს