დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო - გაიგეთ ყველაფერი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტზე

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო - გაიგეთ ყველაფერი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტზე

დონალდ ტრამპმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით ფიცი დადო და ოფიციალურად აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

"მე, დონალდ ტრამპი, საზეიმოდ ვფიცავ, რომ ერთგულად ვუხელმძღვანელებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს, რათა მოვუარო, გავუფრთხილდე და დავიცვა აშშ-ის კონსტიტუცია. ღმერთი იყოს ჩემი მფარველი!", - განაცხადა მან ფიცის დადებისას.

ასევე, ფიცი აშშ-ის ახლად არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსიმ დადო.

გასული წლის 8 ნოემბერს დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში "დემოკრატების" კანდიდატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა.

იხილეთ ვიდეო: ნახეთ, როგორი გამემოტყველებით ლოცულობენ ობამა და ტრამპი ინაუგურაციაზე

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს დონალდ ტრამპის ცხოვრებიდან:

დონალდ ჯონ ტრამპი 1946 წლის 14 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა.

ცნობილი ამერიკელი მაგნატი დღეს უკვე 2,7 მლრდ. დოლარის ოდენობის ქონების მფლობელია, გრანდიოზული პროექტებითა და თამამი განცხადებებით არის ცნობილი.

სანამ ხელს ბიზნესს მოჰკიდებდა, რეჟისორობას აპირებდა, მაგრამ ბოლოს უძრავი ქონების ბიზნესში ამოყო თავი. ტრამპი მამამისის უზარმაზარი უძრავი ქონების ჰოლდინგის გენერალური დირექტორი გახდა. ტრამპის ყველაზე ცნობილი ფრაზაა: "თქვენ დათხოვილი ხართ!"

დონალდ ტრამპს ვარსკვლავების შექმნის ნიჭი აქვს. მას საერთაშორისო სატელევიზიო პროექტი "შეგირდი" მიჰყავს, სადაც მომავალ ბიზნესმენებს თავის გამოცდილებასაც უზიარებს და რიგიანადაც აწვალებს.

დონალდ ტრამპი სატელევიზიო პრემია "ემიზე" ორჯერ წარადგინეს. ის არაერთ სატელევიზიო შოუში გამოჩენილა და რამდენიმე ფილმში ეპიზოდური როლებიც აქვს შესრულებული. კერძოდ, "მარტო სახლში 2", "ძიძა", "უფლისწული ბევერლი-ჰილზიდან" და "ჩვენი ცხოვრების დღეები".

დონალდ ტრამპს თურმე ხელის ჩამორთმევა ფობიის გამო არ ჰყვარებია, თუმცა თავად ამ ფაქტს უარყოფს.

ტრამპი ყველა ამერიკელი მილიარდერის მსგავსად, გოლფზე გიჟდება და ძალიან კარგი მოთამაშეც ყოფილა.

1991 წელს დონალდ ტრამპი "ნიუ იორკ პოსტის" გმირად იქცა - მისმა ყოფილმა ცოლმა მარლა კლენმა განაცხადა, რომ ტრამპთან საუკეთესო სექსი ჰქონდა. გაზეთის რედაქტორებმა ეს განცხადება გამოაქვეყნეს, მოგვიანებით კი გაამხილეს, რომ დარწმუნებულნი იყვნენ, ტრამპი კმაყოფილი დარჩებოდა და ამისთვის სასამართლოში არ უჩივლებდა.

ტრამპს ყოველთვის ხმაურიანი პირადი ცხოვრება ჰქონდა. სულ 3-ჯერ იყო დაქორწინებული და სხვადასხვა ქორწინებებიდან 5 შვილი ჰყავს.

ბოლო დროს მის ვარცხნილობას ხშირად დასცინიან, მაგრამ მას არ სწყინს - პირიქით, სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებას ურჩია, მისი მსგავსი ვარცხნილობა თუ სურთ, შამპუნი "ჰედ ენდ შოლდერსი" და სავარცხელი გამოიყენონ.

წაიკითხეთ: დონალდ ტრამპის სექსუალური და ჭკვიანი ქალიშვილი - ვინ არის ივანკა?

ტრამპის მანქანები - შეაფასეთ ამერიკის პრეზიდენტის ავტოგემოვნება

დონალდ ტრამპის იშვიათი ფოტოები - ნახეთ როგორი იყო ის თავბრუდამხვევ კარიერამდე

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"