რისგან მზადდება "ნუტელა" სინამდვილეში - ბავშვების საყვარელ სასუსნავში შაქრის ოდენობა გაგაოგნებთ

რისგან მზადდება "ნუტელა" სინამდვილეში - ბავშვების საყვარელ სასუსნავში შაქრის ოდენობა გაგაოგნებთ

ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ნაჩვენებია თუ რამდენი ინგრედიენტით მზადდება ყველასთვის საყვარელი შოკოლადის კარაქი "ნუტელა".

ნამდვილი შოკოლადის ნაცვლად, მწარმოებელი "ფერერო" იყენებს ტყის თხილის სპრედს. ფოტოზე ნაჩვენებია, რომ მსოფლიოში პოპულარული პროდუქტი შეიცავს პალმის ზეთს, კაკაოს, ტყის თხილს, ცხიმგამოცლილ რძის ფხვნილს და რაც ყველაზე შოკისმომგვრელია, მის მოსამზადებლად გამოიყენება ნახევარი ქილა შაქარი.

"ნუტელას" ირგვლივ აჟიოტაჟი მას შემდეგ ატყდა, რაც ევროპის საკვების უსაფრთხოების სააგენტომ პალმის ზეთზე განაცხადა, რომ მისი მიღება სიმსივნის გაჩენას უწყობს ხელს.

თავად კომპანია "ფერეროს" წარმომადგენლები გავრცელებულ ფოტოზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. "ნუტელას" რეცეპტი და ინგრედიენტები გასაიდუმლოებულია, მაგრამ კომპანიის ოფიციალურ საიტზე წერია, რომ ერთ 400 გრამიან ქილაში 227.2 გრამი შაქარი შედის.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს