ნიაგარას ჩანჩქერი გაიყინა (+8 ფოტო)

ნიაგარას ჩანჩქერი გაიყინა (+8 ფოტო)

მსგავსი ყინვა შეერთებულ შტატებში დიდი ხანია არ ახსოვთ. ზოგიერთ ქალაქებში ყინვა - 40 გრადუსს აღწევს.

ძალიან დაბალია ტემპერატურა კანადაშიც. ყინვა იმდენად ძლიერია, რომ აშშ-სა და კანადის სახელმწიფო საზღვარზე მდებარე ნიაგარას ჩანჩქერი გაიყინა. ფოტოებში ჩანს, რომ ხეობაში ძლიერი ნისლია, წყალი, ახლომდებარე პარკი და ხიდიც მთლიანად ყინულითაა დაფარული. რასაკვირველია, ძლიერმა ყინვამ ტურისტები და ადგილობრივები ვერ დააფრთხო და უამრავი ადამიანი შეიკრიბა ჩანჩქერის სიახლოვეს, რათა "დადუმებული" ნიაგარა ეხილათ.

ძლიერი ყინვის გამო დაიხურა სკოლები, პრობლემებია გზაზე გადაადგილებისას, 3 700-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო. ყინვამ ყველაზე მეტი პრობლემა ჩიკაგოში, ნიუ-იორკში, ბოსტონსა და კლივლენდში შექმნა. ნიუ-იორკში 1896 წლის შემდეგ ასეთი ძლიერი ყინვა არ ყოფილა. 61 მილიონზე მეტ ადამიანს უკვე მოუწოდეს, ყინვის გამო დაზოგონ ელექტროენერგია, განსაკუთრებით დილით და საღამოს. ინდიანაში 15 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ნიუ-იორკის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მთავრობა მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ასევე: ჩიკაგო ყინულით დაიფარა (+21 ფოტო)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს