ავტობუსში ჩაცხრილული 41 ადამიანი, კატასტროფა ფილადელფიაში და ჩრდილოეთ კორეის მინისტრი, რომელიც ჩაძინების გამო მოკლეს

ავტობუსში ჩაცხრილული 41 ადამიანი, კატასტროფა ფილადელფიაში და ჩრდილოეთ კორეის მინისტრი, რომელიც ჩაძინების გამო მოკლეს

13 მაისი, მსოფლიოს ამბების დაიჯესტი

ბურუნდიში სამხედრო მაღალჩინოსნები პრეზიდენტ პიერ ნკურუნზიზას გადაყენებას ცდილობენ.

ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ბურუნდის არმიის გენერალი, გოდფროიდ ნიიომბარეხი აცხადებს.

მისი თქმით, მოწინააღმდეგეებმა შექმნეს ეროვნული გადარჩენის კომიტეტი, რომლითაც ისინი ქვეყნის მართვას აპირებენ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ არის ძალები გადანაწილებული პრეზიდენტსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის. თავად ბურუნდის პრეზიდენტი ამჟამად ტანზანიაში იმყოფება და აღმოსავლეთ აფრიკელ ლიდერებთან შეხვედრას მართავს. მისი თანაშემწე არმიის გენერლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. პარალელურად, ბურუნდის დედაქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

26 აპრილს დაწყებული დემონსტრაცია მოგვიანებით არეულობაში გადაიზარდა, რასაც ამ დრომდე 20-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

მანილაში, ფეხსაცმლის ფაბრიკაში გაჩენილ ხანძარს 30-ზე მეტი ადამიანი შეეწირა

ფილიპინების დედაქალაქ მანილასთან ახლოს მდებარე ფეხსაცმლის ფაბრიკაში გაჩენილ ხანძარს 30-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

ამ დროისთვის ხანძარი ფაბრიკაში ლოკალიზებულია. ცეცხლის შედეგად ჩამოინგრა შენობის ნაწილი. ნანგრევებში კი ათობით ადამიანია მოყოლილი, რის გამოც პოლიცია შიშობს, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზები. ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახური მუშაობას განაგრძობს.

თურქეთის ქალაქ ანტალიაში, დღეს ნატო-უკრაინის კომისიის სხდომა დაიწყება.

უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგიც დაესწრება.

სხდომას სტოლტენბერგთან ერთად თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ გახსნის. უკრაინის მხრიდან დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, პავლო კლიმკინი უხელმძღვანელებს.

ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში მხარეები უკრაინაში შექმნილი პოლიტიკური და უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების შესახებ იმსჯელებენ. ასევე იგეგმება ნატო-სა და უკრაინას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვაც.

ნატო-უკრაინის კომისიის სხდომა ხვალ დასრულდება, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან "გულახდილი შეხვედრა" ჰქონდა.

"ბიბისის" ცნობით, ჯონ კერისა და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრები სოჭში გუშინ საღამოს გაიმართა. ორივე მხარის განცხადებით, რვასაათიანი მოლაპარაკებები კერისა და რუსეთის ლიდერებს შორის დადებითად წარიმართა.

შეხვედრას რუსეთის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც ესწრებოდა. კერი რუსეთში უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ გუშინ პირველად ჩავიდა. მაღალჩინოსნების საუბრის მთავარი თემა სწორედ უკრაინის კონფლიქტი იყო.

ჯონ კერის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მინკსის შეთანხმება სრულად შესრულდეს და რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში გააუქმებს აშშ და ევროკავშირი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს.

"მინსკის შეთანხმების განხორციელებაზე ყველა ჩვენგანს აქვს პასუხისმგებლობა აღებული" , - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

ამერიკელმა და რუსმა მაღალჩინოსნებმა შეხვედრისას ლიბიის, იემენის, ირანისა და სირიის საკითხებიც განიხილეს.

ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა

ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა ნეპალში მომხდარი გუშინდელი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა, 2 000-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

მიწისქვეშა ბიძგები, რომელთა სიმძლავრემაც 7,3 მაგნიტუდა შეადგინა, იგრძნობოდა ინდოეთში, ტიბეტსა და ბანგლადეშში. ინდოეთში 17 ადამიანი დაიღუპა. ნეპალში სამაშველო სამუშაოები განახლდა. ეძებენ ამერიკულ სამაშველო ვერტმფრენს, რომელსაც რვა ადამიანი გადაჰყავდა და რომელიც გუშინ დაიკარგა. ათასობით ნეპალელმა მთელი ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა.

ძლიერი მიწისძვრა ნეპალში 25 აპრილსაც მოხდა, მაშინ სტიქიას 8 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, 17 000-მდე კი დაშავდა. ამას გარდა, განადგურდა ინფრასტრუქტურა.

ამერიკაში კომპანია "ამტრეკის" კუთვნილი სამგზავრო მატარებელი დაიმსხვრა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მატარებელი ვაშინგტონიდან ნიუ-იორკის მიმართულებით მიდიოდა. როგორც გაირკვა, ვაგონები ლიანდაგიდან ფილადელფიის რაიონში გადავიდა, პენსილვანიის შტატში. ინციდენტს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 130 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი [მეტი].

პაკისტანში თავდამსხმელებმა ავტობუსში 41 ადამიანი ჩაცხრილეს

პაკისტანის ქალაქ კარაჩიში ავტობუსზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა, ათზე მეტი კი დაშავდა. ნახეთ დეტალები.

ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრი ჩაძინების გამო საზენიტო დანადგარით ჩაცხრილეს

ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრი ჰიონ იონ შოლი, კიმ ჩენ ინის "ღალატის გამო" სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის ჯაშუშური სააგენტო ავრცელებს. ნახეთ დეტალები.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა