რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თურქეთში რუსული წარმოების თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თურქეთში რუსული წარმოების თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სირიის ტერიტორიაზე რუსულმა თვითმფრინავმა სუ-24-მა განიცადა კატასტროფა. ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

"დღეს, სირიის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ხმელეთიდან განხორციელებული გასროლის შედეგად, სირიის რესპუბლიკაში რუსული ავიაჯგუფის თვითმფრინავმა, სუ-24-მა განიცხადა კატასტროფა", - აცხადებს სამინისტრო. უწყების ცნობით, მფრინავთა ბედი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მათ, სავარაუდოდ, კატაპულტირება შეძლეს.

"თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ფრენის დროს თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა", - აცხადებენ უწყებაში.

მანამდე, თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე სირიის მხრიდან დაარღვია.

თურქეთში რუსული წარმოების თვითმფრინავი ჩამოაგდეს

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა