ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტები, შესაძლოა, "ისლამურ სახელმწიფოს" უკავშირდებოდეს

ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტები, შესაძლოა, "ისლამურ სახელმწიფოს" უკავშირდებოდეს

სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტები შესაძლოა, დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი პირების მიერ იყოს განხორციელებული. ამის შესახებ თურქული მედია სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს.

წყაროები ძალოვანი ორგანოებიდან აღნიშნავენ, რომ ტერაქტების განხორციელების მეთოდები, ასევე ის ფაქტი, რომ თვითმკვლელების სამიზნე უცხოელი ტურისტები იყვნენ, მიუთითებს იმაზე, რომ ტერქტების უკან ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" დგას.

ბოლო მონაცემებით, ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტებს სულ მცირე 28 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 60 ადამიანი, აქედან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. პასუხისმგებლობა მომხდარისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, ბოლო პერიოდში თურქეთში მომხდარი ძალადობრივი აქტები "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ან დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ იყო ორგანიზებული.

ნახეთ: "ემიგრანტები ერთმანეთს ვწერთ და ასე ვიგებთ ამბავს..." - რას ყვება აეროპორტში მომხდარ აფეთქებაზე თურქეთში მცხოვრები ქართველი

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა