წუთი, როდესაც სატვირთო ხალხში შევარდა - საზარელი კადრები ნიცას აფეთქებიდან

წუთი, როდესაც სატვირთო ხალხში შევარდა - საზარელი კადრები ნიცას აფეთქებიდან

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებული ღონისძიების დროს ადამიანთა თავყრილობაში სატვირთო ავტომანქანა შევარდა, რის შემდეგაც ცეცხლის გახსნა მოხდა. სატვირთოს ხალხში შევარდნის მომენტი თვითმხილველმა დააფიქსირა.

ბოლო ინფორმაციით, თავდასხმას 80-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 100-მეტი კი დაშავდა. მათგან 15 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ტერაქტის შედეგად დაშავებულთა შორის ბრიტანეთის, დანიის და ავსტრალიის მოქალაქეებიც არიან. დაშავებულთა შორის ბოლო ინფორმაციით არ არიან საქართველოს მოქალაქეები.

დაუდასტურებელი წყაროებით, ნიცაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დღეს, ვიწრო შემადგენლობით ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს.

ნახეთ: რა ხდებოდა წუხელ ნიცაში ტერაქტის პირველ წუთებში - ტრაგედიის ამსახველი ფოტომასალა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა