270 დაღუპული, 1440 დაშავებული, 2839 დაკავებული ამბოხებული - ბოლო ინფორმაცია თურქეთიდან

270 დაღუპული, 1440 დაშავებული, 2839 დაკავებული ამბოხებული - ბოლო ინფორმაცია თურქეთიდან

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 270-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნული განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა გააკეთა.

მთავრობის მეთაურის ცნობით, ამ დროისთვის 1440 ადამიანია დაშავებული. ისინი შესაბამის სამედიცინო მომსახურებას ადგილობრივ საავადმყოფოებში იღებენ. სპეცოპერაციების მიმდინარეობისას სახელისუფლებო ძალებმა 2839 მეამბოხე დააკავეს.

სამართალდამცავთა განმარტებით, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ალექსანდროპოლისის აეროპორტში დაეშვა. სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე 8 სამხედრო პირმა საბერძნეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ისინი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დაკავებულთა უკან თურქეთში დაბრუნება მოითხოვა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მოსახლეობას სატელეფონო შეტყობინებები გაუგზავნა. ქვეყნის პირველმა პირმა მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლა და ხელისუფლების დაცვა სთხოვა.  აქვე შეგიძლიათ ნახოთ: ფოტოზე ასახული თურქეთის ერთი ღამის ისტორია

ქვეყნის პრეზიდენტმა მოსახლეობას ვიდეო მიმართვა აქამდეც გაუგზავნა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ხელის შეშლა სთხოვა.

თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. შეირაღებული ძალების ნაწილმა განაცხადა, რომ მმართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

ბოლო ინფორმაციით, თურქეთში 2745 მოსამართლე გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს. გადაწყვეტილება მოსამართლეებისა და პროკურორების უმაღლესმა საბჭომ მიიღო.

თურქეთში განვითარებული მოვლენების ქრონიკა იხილეთ ტეგზე #სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა