ტრამპის ქალიშვილი და პუტინის ახალი საყვარელი ერთად ისვენებენ

 ტრამპის ქალიშვილი და პუტინის ახალი საყვარელი ერთად ისვენებენ

დონალდ ტრამპის ქალიშვილი და პუტინის ახალი საყვარელი ერთად ისვენებენ.

რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატის ქალიშვილი ივანკა და მედიამაგნატ რუპერტ მერდოკის ყოფილი ცოლი, ამჟამად კი რუსეთის პრეზიდენტის საყვარელი ვენდი დენგ მერდოკი საუკეთესო მეგობრები არიან და ზაფხულის არდადეგებს ხორვატიაში, დუბროვნიკში ატარებენ.

34 წლის ივანკა ტრამპი ხორვატიაში მეუღლესთან, ჯარედ კუშნერთან ერთად  ჩავიდა და როგორც ჩანს, მას დიდი ხნის მეგობარი, მილიარდერ მერდოკის ყოფილი ცოლი, 47 წლის დენგიც შეუერთდა.

დენგისა და პუტინის ურთიერთობაზე საუბარი ამერიკულმა მედიამ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. წყვილის შესახებ ჭორი წლების მანძილზე ვრცელდებოდა, მას შემდეგ რაც 2014 წელს ორივე მეუღლეს გაეყარა. ცოტა ხნის წინ კი, პუტინთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემა US Weekly-ს განუცხადა, რომ წყვილის ურთიერთობა სერიოზულია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა