ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი დაშორდნენ - უცხოური მედია წყვილის უთანხმოების დეტალებზე წერს

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი დაშორდნენ - უცხოური მედია წყვილის უთანხმოების დეტალებზე წერს

ჰოდივუდის ყველაზე სექსუალურ და ლამაზ წყვილად აღიარებული ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი შორდებიან. ინფორმაცია ამის შესახებ ჯოლის ადვოკატმა დაადასტურა. ამერიკული მედია კი მათი დაშორების სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობს. ცნობილი ტაბლოიდის TMZ-ის ცნობით, ოჯახში განხეთქილება შვილების აღზრდის საკითხზე წამოჭრილ აზრთა სხვადასხვაობას უკავშირდება. ჯოლი დაშორების შემდეგ მეურვეობას ექვსივე შვილზე მოითხოვს, ყოფილ მეუღლეს კი შვილებთან ვიზიტისა და ნახვის საშუალება ექნება.

ბულვარული გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ წყვილის დაშორება მესამე პირს არ უკავშირდება. თუმცა საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებენ სხვა მედიასაშუალებები. ჰოლივუდის ჭორების მიხედვით, ჯოლისა და პიტის დაშორებას ხან ბრედ პიტისა და ლიზი კაპლანის, ხანაც პიტისა და მერიონ კოტიარის სასიყვარულო ურთიერთობებს მიაწერენ.

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ერთად 2005 წლიდან ცხოვრობდნენ, მათ 2012 წელს იქორწინეს. ანჯელინას და ბრედს 6 შვილი ჰყავთ.

წაიკითხეთ: შვილებმა ანჯელინასა და ბრედს განქორწინება სთხოვეს

ახლა კითხულობენ| Facebook-ის ქართული აუდიტორიის რეაქცია და სრული ისტერია მსოფლიო მედიაში ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორებაზე

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა