რისთვის დააკავეს ყველაზე ცნობილი ფოტოს გმირი "ავღანელი გოგონა"

რისთვის დააკავეს ყველაზე ცნობილი ფოტოს გმირი "ავღანელი გოგონა"

უმრავლესობამ მისი სახელი არ იცის, მაგრამ მას იცნობენ როგორც "ავღანელ გოგონას" კაშკაშა მწვანე თვალებით 1985 წლის National Geographic-ის ჟურნალის ყდიდან. ეს გოგონა, შარბათ გულა, რომელიც ახლა უკვე ქალია, პაკისტანში ყალბი პირადობის მოწმობის გამო გუშინ დააპატიმრეს.

ამის შესახებ იტყობინება ამერიკელი ფოტოგრაფი და ჟურნალისტი, რომელმაც გოგონას სახე მთელ მსოფლიოს გააცნო. სტივ მაქქარი წერს, რომ ყველა ლეგალურ და ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს ქალს და მის ოჯახს. "ის მთელი ცხოვრება იტანჯებოდა, მისი დაკავება ადამიანთა უფლებების აღმაშფოთებელი დარღვევაა" - წერს სტივი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გულას 14-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

სტივ მაქქარი ავღანეთში 1984 წელს იმყოფებოდა. ლტოლვილთა ბანაკში მისი ყურადღება მწვანეთვალება, ომში დაობლებულმა და შეშინებულმა გოგონამ მიიპყრო. გულა მაშინ 12 წლის იყო. ფოტო გავლენიანი ჟურნალის National Geographic-ის გარეკანზე 1985 წელს დაიბეჭდა და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მომზადებულია mashable.com-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა