ქართული წარმომავლობის ტერორისტი "გივი" დონეცკში საკუთარ კაბინეტში ააფეთქეს

ქართული წარმომავლობის ტერორისტი "გივი" დონეცკში საკუთარ კაბინეტში ააფეთქეს

დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (ДНР) ბოევიკი მიხაილ ტოლსტიხი, რომელიც თანამებრძოლებში ზედმეტსახელით - "გივი" არის ცნობილი, დონეცკში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაიღუპა - ამის შესახებ დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის უწყება იტყობინება და მომხდარში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს.

ნახეთ ვიდეო

"დღეს დილის 06:12 საათზე ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირი, ბატალიონ "სომალის" კომანდირი, პოლკოვნიკი მიხაილ ტოლსტიხი, ცნობილი როგორც გივი. ეს იმ ტერორისტული ომის გაგრძელებაა, რომელიც უკრაინელმა ძალოვნებმა დონბასელების მიმართ წამოიწყეს" - განუცხადეს ჟურნალისტებს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში.

როგორც იტყობინებიან, პოლკოვნიკი საკუთარ კაბინეტში განხორციელებული აფეთქების შედეგად დაიღუპა.

წინა კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი სეპარატისტების მხარეს მებრძოლი "გივი", დონეცკის ჩრდილოეთით წარმოებული ბრძოლების დროს მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ფეხში დაჭრილი იყო და გადარჩა...

მიხაილ ტოლსტიხი, იგივე "გივი", უკრაინისა და რუსეთის მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. ის 1980 წელს დონეცკის ოლქში, ქალაქ ილოვაისკშია დაბადებული... მეტსახელი "გივი" 1998-2000 წლებში დაირქვა, როდესაც უკრაინული "დესნას" სასწავლო ცენტრში მსახურობდა. ის ტანკის მეთაური იყო... მისივე თქმით, დედის მხრიდან ქართული წარმომავლობა აქვს. მისი ბაბუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო და სწორედ მის პატივსაცემად აარჩია სახელი - გივი.

ქართული წარმომავლობის ტერორისტმა სახელი ილოვაისკის ბრძოლებში გაითქვა, სადაც 2014 წლის ზაფხულიდან მონაწილეობს. იმავე წლის ოქტომბერში ვლადიმირ ჟირინოვსკის თხოვნით მიმართა, ე.წ. სახალხო აჯანყებულებისთვის, დაჭრილების გადასაყვანად, ავტომობილები გამოეყო. რამდენიმე დღეში, ჟირინოვსკიმ მათ ორი "ნივა" გაუგზავნა... 2015 წლის მარტში მასზე თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო, მაგრამ გადარჩა.

ასევე საინტერესო| უკანასკნელი ინტერვიუ დედით ქართველ უკრაინელ სეპარატისტთან

მომზადებულია Интерфакс-ის მიხედვით

თუ მკვლელობა გაუმართლებელია, შეიძლება, არსებობდეს გამონაკლისი ლიდერებისთვის? - ბირთვული ომების შემზარავი შედეგები

რა პოსტი წაუშალეს დონალდ ტრამპს Facebook-მა და Twitter-მა?

"ფარმაცევტულ კომპანიებს კორონავირუსის ვაქცინის მილიონობით დოზა, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში ექნებათ" - ენტონი ფაუჩი