ტრამპის ვაჟი ჰილარი კლინტონზე კომპრომატებს რუსებისგან იღებდა? - უმცროსი ტრამპის პასუხი სკანდალურ ბრალდებაზე

ტრამპის ვაჟი ჰილარი კლინტონზე კომპრომატებს რუსებისგან იღებდა? - უმცროსი ტრამპის პასუხი სკანდალურ ბრალდებაზე

აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, დონალდ ტრამპი უმცროსი უარყოფს, რომ რუს იურისტთან შეხვედრისას მზად იყო სხვა ქვეყნის ხელისუფლებისგან ჰილარი კლინტონზე კომპრომატი მიეღო, რათა მამამისს დახმარებოდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპ უმცროსმა ტელეარხ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"შეხვედრა რუს იურისტთან ნატალია ვესელნიცკაიასთან საეჭვო ან უკანონო რომ მომჩვენებოდა, ამის შესახებ კომპეტენტურ ორგანოებს შევატყობინებდი. მე არასოდეს ვიმოქმედებ ჩემი ქვეყნის საზიანოდ", - განაცხადა დონალდ ტრამპ უმცროსმა.

მისი თქმით, მის თანაშემწეებს წარმოდგენა ჰქონდათ თუ ვინ არის ნატალია ვესელნიცკაია. "თუ არ ვცდები, 2002 წელს ის პროკურორი იყო მოსკოვში", - აღნიშნა მან.

ასევე წაიკითხეთ: ტრამპის ხუთეული - გაიცანით აშშ-ის პრეზიდენტის შვილები

როგორც ტრამპი უმცროსმა განაცხადა, მას შემდეგ ის არ შეხვედრია ნატალია ვესელნიცკაიას. მისი თქმით, პოლიტიკა "მკაცრი და ბინძური თამაშია" და ამერიკული მედია გააკრიტიკა იმის გამო, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას ჰილარი კლინტონის მხარეს დადგნენ.

გასულ კვირას The New York Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დონალდ ტრამპ უმცროსმა 2016 წლის ივნისში, ნიუ-იორკში, შეხვედრა გამართა რუს იურისტ ნატალია ვესელნიცკაიასთან, რომელსაც კავშირები აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან.

გამოცემის ინფორმაციით, ის დათანხმდა შეხვედრას, ვინაიდან მას ჰილარი კლინტონზე კომპრომატის გადაცემას შეპირდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ: ვაჟების ნადირობით გატაცების გამო ტრამპმა პარტნიორი დაკარგა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"