კიევში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულ უკრაინელ მოდელს, „დიორის“ ყოფილ სახეს ნატალია კოშელს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა

კიევში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულ უკრაინელ მოდელს, „დიორის“ ყოფილ სახეს ნატალია კოშელს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა

კიევში მომხდარი აფეთქებისას, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე, თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი გარდაიცვალა, ცნობილი უკრაინელი მოდელი და "დიორის" ყოფილი სახე ნატალია კოშელი დაშავდა.

დაშავებულის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა დიმიტრი მისნიაკოვმა ისაუბრა. მისი განცხადებით, პაციენტს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები აქვს, კერძოდ კი, დამწვარი აქვს სხეულის ნაწილი, დაზიანებული აქვს ორგანოები და ასევე აქვს სხვადასხვა სახის მოტეხილობები. დიმიტრი მისნიაკოვის თქმით, ნატალია კოშელს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.

ექიმის განცხადებით, დაზიანებები სერიოზულია და რთულია რაიმეს პროგნოზირება.

უკრაინული ტელეკომპანია "კანალ 24"-ის წყაროს ცნობით, აფეთქებისას ავტომობილში მოდელის შვილიც იმყოფებოდა, რომელმაც სხეულის 10%-ის დამწვრობა მიიღო.

იხილეთ ვიდეო

წაიკითხეთ ასევე: უკრაინის სპეცსამსახურები - კიევში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი რუსლან პაპასკირი, მეტსახელად "ზონა" რამზან კადიროვის პირადი მტერი იყო

ვინ არის კიევში გარდაცვლილი რუსლან პაპასკირი, იგივე "ზონა" და რა გახმაურებულ საქმეებში ფიგურირებს მისი სახელი

იხილეთ ვიდეო: როგორ გადაყავთ დაშავებული მოდელი, რომელიც კიევში აფეთქებულ მანქანაში რუსლან პაპასკირთან ერთად იჯდა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"