შიმშილით გარდაცვლილი 1 თვის ბავშვის ამბავმა მსოფლიო შეძრა

შიმშილით გარდაცვლილი 1 თვის ბავშვის ამბავმა მსოფლიო შეძრა

1 თვის საჰარ დოფდა სირიაში შიმშილისგან გარდაიცვალა. კონფლიქტურ ზონაში ჩარჩენილმა მშობლებმა ვერ შეძლეს ბავშვი გამოეკვებათ, დედას რძე არ ჰქონდა, მამას კი საშუალება, ხელოვნური საკვები ეშოვა ბავშვისთვის.

ბოლო ფოტო საჰარს ჟურნალისტმა ამერ ალმოჰიბანიმ გადაუღო, კლინიკაში. გოგონა რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა, 1 თვის ბავშვი მხოლოდ 1.8 კგ-ს იწონიდა.

ალმოჰიბანის მიერ გადაღებულმა სასტიკმა ფოტომ კიდევ ერთხელ მიიპყრო დასავლეთის ყურადღება, 2012 წლიდან სირიის რეჟიმის ალყაში მოქცეულ აღმოსავლეთ გუტაში 400 ათასი ადამიანი საკვების გარეშეა დარჩენილი, მათ შორის არიან საჰარის მშობლებიც.

ადამიანის უფლებების სირიის ქსელის ინფორმაციით, გუტაში 2012 წლის შემდეგ ასობით ადამიანი გარდაიცვალა შიმშილით, მათ არ აქვთ სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალებაც.

ექსპერტები ამბობენ, რომ ბაშარ ასადის მთავრობა კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას რეგიონში. ვაშინგტონში მდებარე სირიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ვალერი სზიბალა ამბობს, რომ ასობით ათასი ადამიანი კატასტროფის წინაშე დგას.

სრულ ალყაში აღმოსავლეთ გუტა 2013 წელს მოექცა, მას შემდეგ, რაც რეჟიმის მიერ განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმას თითქმის 1500 ადამიანი ემსხვერპლა.

მომზადებულია huffingtonpost-ის მიხედვით

აშშ-ში გარდაცვლილთა ახლობლებს დაკრძალვის პირდაპირ ეთერში ყურებას ურჩევენ - რეკომენდაციები კორონავირუსის დროს

პუტინი - მეფე არ ვარ! ყოველ დღე ვმუშაობ და არ ვმეფობ!

მსოფლიოსთვის მორიგი საფრთხე უდაბნოს კალიების შემოსევაა - განადგურებულია მოსავალი, საკვებზე კი კრიზისია მოსალოდნელი