უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - "დიახ, დავაკავეთ სააკაშვილი"

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - "დიახ, დავაკავეთ სააკაშვილი"

საინფორმაციო სააგენტო "უკრინფორმი" უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ავრცელებს, სადაც მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ადასტურებენ.

"დიახ, დავაკავეთ სააკაშვილი", - განუცხადა სააგენტოს უწყების პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ. მანამდე კი უკრაინის გენრპროკურორმა იური ლუცენკომ დაადასტურა მიხეილ სააკაშვილის დაკავება. მისი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო წერს.

უკრაინის რადას სახალხო დეპუტატი ანტონ გერაშენკო კი "თვითერის" პირად გვერდზე წერს, რომ სააკაშვილი კივის ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა, სასამართლო კი 72 საათის განმავლობაში განსაზღვრავს მისთვის აღკვეთის ღონისძიების ზომას.

ასევე წაიკითხეთ: "ის კიევის ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა..." - უკრაინის რადას სახალხო დეპუტატი სააკაშვილის დაკავებაზე

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"