ვინ არის 27 წლის მამაკაცი, რომელიც მანჰეტენში მომხდარ ტერაქტშია ეჭვმიტანილი (ფოტო)

ვინ არის 27 წლის მამაკაცი, რომელიც მანჰეტენში მომხდარ ტერაქტშია ეჭვმიტანილი (ფოტო)

ნიუ-იორკის პოლიციამ მანჰეტენზე მომხდარ შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინა. ის ბრუკლინის მკვიდრი, 27 წლის აქაიედ ულა არის.

"ეჭვმიტანილს ტანზე დაბალი ხარისხის იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა მიბმული, რომელიც მან მოქმედებაში შეგნებულად მოიყვანა", - განაცხადა ნიუ-იორკის პოლიციის უფროსმა ჯეიმს ო'ნილმა.

Fox News-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი აშშ-ში სულ მცირე 7 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. სავარაუდოდ, აშშ-ში ის ბანგლადეშიდან ჩავიდა.

აფეთქება 42-ე და მე-8 ქუჩების კვეთაზე, მანჰეტენის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ავტოსადგურთან დღეს მოხდა. ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილმა სერიოზული, კიდევ სამმა პირმა კი - მცირე დაზიანებები მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ: "შიშისაგან ტროტუარზე დავემხე სახით..." - რას ჰყვება ქართველი ემიგრანტი, რომელიც მანჰეტენის ტერაქტს შეესწრო

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"